მატეუ ალემანი სამი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს
სეზონის ნახევარი უკვე გავიდა, "ბარსელონა" კი ლა ლიგის ოთხეულში აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესის გუნდს ამ წუთისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს, კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, არ გამორიცხავს იმას, რომ სეზონის ბოლომდე ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოხერხდეს - წერს Sport.
მთელი სეზონის განმავლობაში "ბარსა" ძალიან არასტაბილურია. ალემანის აზრით უახლოეს დღეებში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის რისკს შეამცირებს და კატალონიურ კლუბს "ბეტისთან", "ატლეტიკოსთან" და "რეალ სოსიედადთან" ბრძოლაში უპირატესობას მიანიჭებს.
ალემანის სურვილი სამი პოზიციის გაძლიერებაა. მას სურს, "ბარსელონამ" სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ცენტრფორვარდი, მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი დაიმატოს.
აქვე, Tribuna გვთავაზობს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებიც ზემოთ ნახსენებ პოზიციებზე თამაშობენ და რომელთა სახელიც სპორტულმა გამოცემებმა "ბარსას" ახლო წარსულში დაუკავშირეს.
ცენტრფორვარდები: ალვარო მორატა, ედინსონ კავანი
მარცხენა მცველები: ხოსე გაია, ნიკოლას ტალიაფიკო, ალექს სანდრო, რაფაელ გერეირუ, ალექს ტელესი, ალფონსო პედრასა
ცენტრალური მცველები: ანდრეას კრისტენსენი, ნიკლას ზიულე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]