რაფა იუსტე და მატეუ ალემანი დოჰაში ჩაფრინდნენ

"ბარსელონას" ვიცეპრეზიდენტი, რაფაელ იუსტე და სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაფრინდნენ, ამ ინფორმაციას Rac1 ავრცელებს.
წყაროს თანახმად, კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები "ალ სადისა" და "ალ დუჰაილის" მატჩს დაესწრებიან, რომელიც თბილისის დროით, 20:55 საათზე დაიწყება, შემდეგ კი ყატარული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ჩავი ერნანდესთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ.
TV3-ის ინფორმაციით, "ალ სადის" მფლობელი, მოჰამედ ბინ ჰამადი რაფა იუსტესა და მატეუ ალემანის არ შეხვდება და მოლაპარაკებებში კლუბის სხვა დირექტორები მიიღებენ მონაწილეობას. ბინ ჰამადი მიიჩნევს, რომ ჟოან ლაპორტას იქ ყოფნა აუცილებელია. მიუხედავად ამისა, "ბარსა" იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევას მოახერხებს.
გავრცელებული ცნობებით, პირადად ჩავისთან ყველაფერი მოგვარებულია. "მაესტროს" "კამპ ნოუზე" წარდგენის სავარაუდო თარიღი 8 ნოემბერია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]