ბარსელონა ნეტუს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს

ბარსელონა ნეტუს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს

"ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს, ნეტუს კლუბიდან წასვლა სურს, თუმცა "ბარსა" ჯერჯერობით ამის საშუალებას არ აძლევს. 

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებს ამ ეტაპზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელის გაშვება არ სურთ. კლუბში ამბობენ, რომ ნეტუ გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.

კატალონიური გამოცემის თანახმად, ბრაზილიელმა კარის დარაჯმა ბოლო კვირების განმავლობაში შემოთავაზებებიც მიიღო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, "ბლაუგრანას" ის ჯერ არ ეთმობა.

იმავე წყაროს ცნობით, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ნეტუ დარჩება, "ბარსელონა" ინიაკი პენიას სიტუაციას სწავლობს. საუკეთესო გამოსავალი ახალგაზრდა მეკარის ისეთ გუნდში გაშვებაა, რომელშიც სათამაშო დრო გარანტირებული ექნება. განიხილება "ბარსა ბ-ში" თამაშის ვარიანტიც.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 იანვარი 2022 01:52
    0
    ამან ლინარესთან ისე ითამაშა რო რავიცი. პენია უნდა გახდეს მეორე მეკარე ჩემი აზრით. უნდა მიეცეს შანსი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 19 იანვარი 2022 20:56
    0
    ვერასოდეს ვხდებოდი რასაჭიროა მეორე მეკარეში ამხელა ფულის გადახდა და ამხელა ხელფასის მიცემა. ხოშეილება რო აკადემიიდან ამოიყვანონ და იყოს მაინც არასდროს ათამაშებენ და 1 და 2 თამაშს აკადემიის ბიჭებიც იგამაშებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 იანვარი 2022 20:53
    1
    მაგისი გაშვება და პენიას დაწინაურება კარგი იქნებოდა, თან ახალგაზრდაა პენია და თასებზე ითამაშებდა ხოლმე