ინიაკი პენიას მომავალი ნეტუზეა დამოკიდებული

ინიაკი პენიას მომავალი ნეტუზეა დამოკიდებული

"ბარსელონა ბ-ს" კარის დარაჯის, ინიაკი პენიას კატალონიურ კლუბში დარჩენის საკითხი "ბარსელონას" სათადარიგო მეკარის, ნეტუს მომავალზეა დამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ნეტუს გაშვებას და სარეზერვო გუნდიდან პენიას დაწინაურებას აპირებს, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ 31 წლის ბრაზილიელი "ბლაუგრანაში" დარჩება, კლუბი ინიაკის ტრანსფერზე შემოთავაზებებს განიხილავს. კატალონიელები 21 წლის მეკარეს იჯარით გაუშვებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 1 აგვისტო 2020 20:54
    0
    Netu gaushvan da ukve es daayenon meore mekared marki bevrs aswavlis!