ნეტუს წასვლა კვლავ სურს

ნეტუს წასვლა კვლავ სურს

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს, ნეტუ მურარას კატალონიური კლუბის დატოვება სურს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "ბარსა" ბრაზილიელი ფეხბურთელის 8 მილიონ ევროდ გასხვისებას განიხილავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი გუნდში დარჩება.

ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე "ვილიარეალია", თუმცა უნაი ემერის გუნდს, ახალი კარის დარაჯის შეძენამდე, სერხიო ასენხოს გაშვება მოუწევს.

32 წლის მოთამაშემ პრესეზონის მიმდინარეობისას და 2021/22 წლების სეზონის სტარტზე სათამაშო დრო მიიღო, თუმცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნების შემდეგ, იგი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, რაც მურარას გეგმებში არ შედის.

ნეტუს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 01:06
    0
    ციტატა: nika 54
    მერე წავიდეს თუ ძალიან უნდა, გამოისყიდოს თავისი კონტრაქტი და სადაც მიიღებენ იქ მივიდეს. ამან იცოდა რო პირველი მეკარე ვერ გახდებოდა ამიტომ ქონდა თითქმის სამი თვე რო მოეძებნა გუნდი, გაშვებაზე უარს არავინ ეტყოდა, პსჟ ხო არა ვართ ეს კიდევ მბაპე.

    აბა რა ჯანდაბა უნდოდა რომ გადმოდიოდა, დავიჯერო ვინმემ მოატყუა რომ ძირითადის მეკარე იქნებოდა? მეც გამიკვირდა ესეთი კარგი მეკარე რატო გადმოდის სკამისთვის მეთქი. აშკარად ვიღაცამ რაღაცა მოატყუა, ან უთხრეს რომ შტეგენი უნდა გაეყიდათ ან მსგავსი რამ
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 აგვისტო 2021 16:20

    #3 31 აგვისტო 2021 09:09
    0
    დღეს კი იხურება ფანჯარა და აქამდე სად იყო??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 აგვისტო 2021 03:42
    0
    აბა რა ჯანდაბა უნდოდა რომ გადმოდიოდა, დავიჯერო ვინმემ მოატყუა რომ ძირითადის მეკარე იქნებოდა? მეც გამიკვირდა ესეთი კარგი მეკარე რატო გადმოდის სკამისთვის მეთქი. აშკარად ვიღაცამ რაღაცა მოატყუა, ან უთხრეს რომ შტეგენი უნდა გაეყიდათ ან მსგავსი რამ
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 აგვისტო 2021 00:55
    0
    წავიდეს მერე და დააწინაურონ ახალგაზრდა მეკარეები