მორატას ბარსელონაში გადმოსვლას პსჟ აფერხებს

მორატას ბარსელონაში გადმოსვლას პსჟ აფერხებს

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, ალვარო მორატას "ბარსელონაში" ტრანსფერი ჭიანურდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია". ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

რა კავშირი აქვს პსჟ-ს მორატას "ბარსაში" შესაძლო გადმოსვლასთან? საქმე ისაა, რომ "იუვეს" ალვაროს გაშვება არ უნდა იქამდე, სანამ კლუბი მის შემცვლელს არ გაიფორმებს, ტურინელები კი 29 წლის ესპანელი შემტევის შემცვლელად სწორედ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელის, მაურო იკარდის შეძენას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, პსჟ-ის გეგმებში ამჟამად იკარდის გაშვება არ შედის, რადგან ფრანგულ გუნდს ტრავმირებული ჰყავს ნეიმარი, რომელმაც, შესაძლოა, გამოჯანმრთელება მადრიდის "რეალთან" მატჩისთვისაც ვერ მოასწროს.

Calciomercato იუწყება, რომ იკარდის ტრანსფერში პრობლემა ისიცაა, რომ ვერ თანხმდებიან თავად "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი". "ბიანკონერის" არგენტინელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა სურს, ხოლო პსჟ-ს უნდა, რომ საიჯარო პერიოდის დასრულების შემდეგ "იუვეს" ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჰქონდეს, ტურინელები კი ამის წინააღმდეგნი არიან.

"ბარსელონა" სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 იანვარი 2022 15:57
    0
    მოკლედ ისეთი დაწყევლილები ვართ პსჟ-იუვეს გაუგებრობებშიც კი ისევ ჩვენ ვზარალდებით. მიაფურთხონ ამ მორატას და პირდაპირ იკარდის მოელაპარაკონ. გოლებს მაინც ყრის მორატასგან განსხვავებით.
    გულშემატკივარი [?]
    #9 10 იანვარი 2022 03:29
    0
    სად აღარ უთამაშია რელი, ატლეტიკო, ჩელსი, იუვენტუსი, არსად არ პრწყინავდა მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებდა, ასეთი კლუბები აქ გამოვლილი ბოლობოლო ბრაიტას და ხე იონგს მაინც სჯობს, ეხლა რამდენი გვყავს ასეთი ფორვარდი? იმდენი ჩავისაც ესმის რომ კიდევ შეიძლება ამის გამოყენება იმიტომ ითხოვს ასე დაჟინებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 იანვარი 2022 02:32
    1
    როგორც გრიზმანის მოსვლა არ მინდოდა თავის დროზე, ისე ამის მოსვლა არ მინდა.
    ფანი [?]
    #7 10 იანვარი 2022 01:51
    0
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ამისი ფორვარდობა მოვხან მე, დააყენონ ფატი ფორვარდად და 10 მორატას აჯობებს, ლუკ დე იონგიც ხო გვყავს ეგეტი და ბრაითა, ხოდა კიდევ ერთი რაღა საჭიროა

    ფატი არსად დაიკარგოს, 1 თვე ვერ ძლებს ჯანმრთელი, მაგის იმედზე როგორ უნდა იყო, აგერ ვინიციუსი შოუებს დგამს, ფატი კიდე სულ ლაზარეთშია, კუმანის სუყველაფერი რო მოვახან მაგან დააინვალიდა
    Culé [?]
    #6 10 იანვარი 2022 01:48
    0
    M10 S9 D11, არა ოთხკუთხედია , ატლეტიკოც საქმეშია : ატლე-ბარსა-იუვე-პსჟ . აადუღეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მორატას გამო , გამოგვიცხადეს მორატორიუმი 😁😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 იანვარი 2022 01:31
    1
    იმენა სასიყვარულო სამკუთხედია რა უბედურებაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 იანვარი 2022 00:23
    0
    რახან ხავის უნდა მოუყვანონ და თვითონ იცის ალბათ თავისი საქმე მაესტრომ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 9 იანვარი 2022 23:45
    0
    ჯიგრები კიარიან ამისგამო მარა რატვინი წაიღეს ყველაფერში რო გვეჩრებიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 იანვარი 2022 23:44
    0
    ამისი ფორვარდობა მოვხან მე, დააყენონ ფატი ფორვარდად და 10 მორატას აჯობებს, ლუკ დე იონგიც ხო გვყავს ეგეტი და ბრაითა, ხოდა კიდევ ერთი რაღა საჭიროა
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 იანვარი 2022 23:37
    1
    ეხლა ფორვარდი ისე გვჭირდება როგორც არასდროს, მეორე საკითხია რამდენად გამოგვადგება მორატა, ალბათ გამოიყენებს ჩავი რადგან ტრანსფერს ითხოვს ესეგი სჭირდება ამ ამპულის ფეხბურთელი, ასე რომ ვენდოთ ჩავის.