ალვარო მორატა ბარსაში ტრანსფერის გაჭიანურებით იმედგაცრუებულია
არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" თავდამსხმელს, ალვარო მორატას "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა.
"ბარსას" მორატას უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა, ესპანელი შემტევის "ბლაუგრანაში" გადმოსვლა ჭიანურდება. AS-ის ცნობით, მორატა იმ ფაქტით, რომ სატრანსფერო პროცესი ჯერჯერობით ვერ სრულდება, იმედგაცრუებული და გაღიზიანებულია.
ცნობილია, რომ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აფერხებს, რომელსაც მორატას შემცვლელის მოძებნის გარეშე მისი გაშვება არ სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, მორატა კატალონიურ კლუბში გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ "ბარსა" ალვაროს შეძენას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]