ალვარო მორატა ბარსელონაში გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის

Sport-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატას "იუვენტუსში" დარჩენა დაადასტურა, ესპანელი შემტევი "ბარსელონაში" გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის.
ამავე წყაროს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესს უთხრა, რომ "ბარსაში" თამაშის გამო ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, მანამდე კატალონიელებს სახელფასო ლიმიტის შემცირება მოუწევთ, რის შემდეგაც "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსს" საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებენ.
როგორც ცნობილია, "ბლაუგრანას" მორატას გადაბირება ჩავი ერნანდესის მოთხოვნის გამო სურს და, როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც თავად ალვაროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]