ფერან ტორესი ბარსელონას 15 დღე ვერ დაეხმარება
ფერან ტორესი ბარსელონაში უკვე ჩავიდა და მან სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ახალგაზრდა ესპანელმა შემტევმა 2 შემოწმება გაიარა - ერთი სტანდარტული, როგორც ყველა ტრანსფერის დროს ხდება ხოლმე, მეორე კი მის ამჟამინდელ ტრავმას ეხებოდა.
AS იტყობინება, რომ "ბარსელონას" ექიმებმა შემდეგი დასკვნა დადეს: ტორესი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა, მაგრამ საჭირო ტემპის დასაბრუნებლად მას დაახლოებით 15 დღე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ 21 წლის ფეხბურთელის დებიუტი ესპანეთის სუპერ თასზე "რეალის" (12 იანვარი), ან ლა ლიგაში "რაიო ვალიეკანოს" (19 იანვარი) წინააღმდეგ შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]