ბარსელონაში იციან, რომ კოუტინიოს მხოლოდ იჯარით გაშვება შეუძლიათ

ბარსელონაში იციან, რომ კოუტინიოს მხოლოდ იჯარით გაშვება შეუძლიათ

"ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ფილიპე კოუტინიოს იანვარში გაყიდვა ვერ მოხერხდება და კატალონიელები მზად არიან, ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე გუნდიდან იჯარით გაუშვან.

Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ კოუტინიოს წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისი გაშვება იგეგმება, ჩავი კი აპირებს ფეხბურთელს პირადად უთხრას, რომ შვებულების შემდეგ მას ბევრ სათამაშო დროს ვერ მისცემს. იგივე წყარო იტყობინება, რომ კოუტინიო შექმნილი ვითარებით შეწუხებულია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ბრაზილიელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშეა, რადგან მას სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.

კატალონიური გამოცემის ცნობით "ბარსამ" მოლაპარაკებები უკვე გამართა "არსენალთან", "ევერტონთან", "ტოტენჰემთან" და "ნიუკასლთან". ყველაზე დიდი შანსი კოუტინიოს "არსენალში" გადასვლას აქვს, "ნიუკასლი" კი გამორიცხულია, რადგან "კაჭკაჭების" სპორტული პროექტი ბრაზილიელს არ მოსწონს.

"ბარსელონაში" იციან, რომ წინ რთული მოლაპარაკებები ელით, მაგრამ დღეს განწყობა უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ.

თუ "ბარსამ" ზამთარში კოუტინიოსა და უმტიტის გაშვება, ასევე დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოახერხა, კატალონიელების ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და არაა გამორიცხული, "ბლაუგრანამ" იანვარში კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 დეკემბერი 2021 11:19
    0
    მოკლედ მაგარი ნერვები უნდა ეხლა ბარსას მწვრთნელობას, ნახევარი გუნდი გასაშვებია და ამის გამო ვერავის ვერ იმატებენ. ამ დროს კი რეზულტატსაც სთხოვენ, არვიცი როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ეს რა დღეში ჩააგდო გუნდი იმ ქვეწარმავალმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 10:03
    0
    ვინ წარმოიდგენდა, რომ 145 მილიონიანი ფეხბურთელი ასე მოსაშორებელი გახდებოდა. 100% წყალში გადაყრილი ფული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 00:06
    1
    კიდე იჯარა აღარ ივარგებს, რამენაირად მოახერხონ და რაიმე ფარჩაკ გუნდს შეტენონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 დეკემბერი 2021 23:59
    0
    ობამეიანგში გაცვალონ და მერე მიხედონ დაცვას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.