Globe Soccer Awards - ბარსელონას 3 ჯილდო შეხვდა

Globe Soccer Awards - ბარსელონას 3 ჯილდო შეხვდა

Globe Soccer Awards-ის წლევანდელი დაჯილდოებაც ისევე უცნაურად დასრულდა, როგორც მისი თითქმის ყველა წინამორბედი. რობერტ ლევანდოვსკი სცენაზე 3-ჯერ აიყვანეს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი "ოქროს ბურთზე" მე-9 ადგილზე გასულ კილიან მბაპეს გადასცეს.

"ბარსელონას" წილად 3 ჯილდო ხვდა. კატალონიელთა ქალთა გუნდი 2021 წლის საუკეთესო ქალების გუნდად დასახელდა. გუნდის ლიდერი ალექსია პუტელიასი წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა. კარიერული მიღწევებისთვის კი ჯილდო "ბარსელონას" ლეგენდას, რონალდინიოს გადაეცა.

სხვა ჯილდოები ასე განაწილდა:

  • წლის საუკეთესო მეკარე - ჯიჯი ბუფონი;
  • წლის საუკეთესო მამაკაცების გუნდი - ჩელსი;
  • წლის საუკეთესო აფრიკული აკადემია - ZED FC
  • წლის საუკეთესო esport მოთამაშე - Msdossary7;
  • ჯილდო ინოვაციისთვის - სერია A;
  • წლის საუკეთესო მცველი - ლეონარდო ბონუჩი;
  • წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი - ჩიკი ბეგირისტაინი;
  • წლის საუკეთესო აგენტი - ფედერიკო პასტორელო;
  • წლის საუკეთესო ნაკრები - იტალიის ნაკრები;
  • ჯილდო ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის - კრიშტიანუ რონალდუ;
  • წლის საუკეთესო მწვრთნელი - რობერტო მანჩინი;
  • მარადონას ჯილდო - რობერტ ლევანდოვსკი;
  • წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - კილიან მბაპე;
  • TikTok-ის ფანების რჩეული - რობერტ ლევანდოვსკი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 დეკემბერი 2021 11:29
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ჩიკი საუკეთესო სპორტული დირექტორია. ეეჰ რა კაცი გავუშვით ბარსადან

    პეპმა იცოდა მაგის ფასი, ბართომეუ კი თავისზე ჭკვიანებს ვერ იტანდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 დეკემბერი 2021 11:10
    0
    ვაიმე🤦‍♂️🤦‍♂️ ასეთი ს@@ობა რატო არსებობს, სირცხვილია ჩრდილოეთ კორეა ხომ არაა მართლა და ჩინეთი, ფეხბურთელებიც არ უნდა ესწრებოდნენ ამას, ეს შეიხები ფეხბურთს დაღუპავენ მე ამათი დდშვც
    Culé [?]
    #4 28 დეკემბერი 2021 10:27
    0
    სადაც მსოფლიოს ქვეყნებში ჩრდილოეთ კორეა არსებობს თავისი კანონებით, აქაც ფეხბურთში არსებობს ესეთი(არ ვიცი რა დავარქვა) ორგანო, მართლა რო ორგანოა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 03:09
    0
    და რატო ესწრებიან ფეხბურთელები ბიჭო რა სირცხვილი ივენთიააა ტეხავს რა არი მერამდენე წელია თავს ირცხვენენ ორგანიზატორები ვაფშე ფეხბურთს არ უყურებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 დეკემბერი 2021 23:57
    0
    ჩიკი საუკეთესო სპორტული დირექტორია. ეეჰ რა კაცი გავუშვით ბარსადან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 27 დეკემბერი 2021 22:21
    1
    სერიოზული ჯილდოებია და კიდევ უფრო სერიოზული გამარჯვებულები smile