მესი, ფატი და აბიდალი Globe Soccer Awards-ისთვის იბრძოლებენ

  • 30-10-2019, 15:38
  • მესი, ფატი და აბიდალი Globe Soccer Awards-ისთვის იბრძოლებენ

    Globe Soccer Awards-ს კანდიდატთა სია ცნობილი გახდა და გაირკვა, რომ წლის საუკეთესოს ჯილდოსთვის "ბარსელონას" 3 წარმომადგენელი იბრძოლებს.

    ეს ჯილდო 2010 წელს, საფეხბურთო აგენტების ევროპის ასოციაციამ და ევროპის საკლუბო ასოციაციამ დააარსეს. პირველ წელს, ჯილდო მხოლოდ საუკეთესო აგენტს, საუკეთესო დირექტორსა და სპეციალური ჯილდოს ავტორს გადაეცემოდათ. ნელ-ნელა კატეგორიები დაემატა და ახლა ჯილდო შემდეგ კატეგორიებში თამაშდება: წლის საუკეთესო მსაჯი, წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, წლის აღმოჩენა, წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის საუკეთესო კლუბი, წლის საუკეთესო აგენტი, წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი, პრიზი გნასაკუთრებული კარიერისთვის, პრიზი განსაკუთრებული სამწვრთნელო კარიერისთვის, წლის საუკეთესო მეკარე, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორობა, წლის საუკეთესო არაბი ფეხბურთელი, წლის საუკეთესო არაბი მწვრთნელი.

    2019 წელს, Globe Soccer Awards-ზე "ბარსას" 3 წარმომადგენელი ჰყავს - ლეო მესი წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს, ანსუ ფატი წლის საუკეთესო აღმოჩენის წოდებისთვის, ხოლო ერიკ აბიდალი წლის საუკეთესო სპორტული დირექტორობისთვის.

    მესის კონკურენტები სადიო მანე, კრიშტიანუ რონალდუ, ალისონ ბეკერი, ვირჯილ ვან დაიკი, ბერნარდუ სილვა და მოჰამედ სალაჰი იქნებიან. ანსუ ფატის კონკურენციას ჯეიდონ სანჩო, ერლინგ ჰაალანდი, კაი ჰავერტცი და ჟოაუ ფელიში გაუწევენ, ხოლო ერიკ აბიდალს ანდრეა ბერტა (ატლეტიკო), მიხაელ ედვარდსი (ლივერპული), იგლი ტარე (ლაციო) და მარკ ოვერმარსი (აიაქსი).

    წლის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის "აიაქსი", "ლივერპული" და "ლიონის" ქალთა გუნდი იბრძოლებს.

    გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი 29 დეკემბერს გახდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ოქტომბერი 2019 17:50

    წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი იასნა მესი იქნება წლის აღმოჩენა ფელიში წლის გუნდი აიაქსი წლის მეკარე ალისონი

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 ოქტომბერი 2019 17:01

    ციტატა: me da barca
    არაბი ფეხბურთელი და არაბი მწვრთნელი რა პონტია, სხვამ რა დააშავა.

    არაბები ასონსორებენ ამ პრიზს და დუბაიში იქნება დაჯილდოება.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV