43 წელია, ელჩე ბარსელონას გოლს ვერ უტანს

43 წელია, ელჩე ბარსელონას გოლს ვერ უტანს

ზეგ "ბარსელონა" ლა ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს. კატალონიური გუნდი "ელჩეს" უმასპინძლებს.

ჩავის გუნდს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ წარუმატებელი სვლის შესაჩერებლად "ელჩე" საუკეთესო ვარიანტია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალენსიელები მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერთა შორის შედიან. საქმე ისაა, რომ დიდი ხანია, "ელჩეს" "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირს.

"ელჩეს" "კამპ ნოუზე" არასდროს მოუგია. ამ გუნდებს შორის ბარსელონაში გამართული 26 დაპირისპირებიდან 19 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 7 ფრედ დასრულდა.

ვალენსიელებმა "ბარსა" ბოლო 1974 წელს დაამარცხეს. ეს ის დროა, იოჰან კრუიფი "ბლაუგრანაში" რომ თამაშობს. მას შემდეგ გუნდებმა 19 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან 4 უგოლოდ დასრულდა, ხოლო 15 "ბარსამ" მოიგო, მათ შორის უკანასკნელი 6.

მოგებას ვინ ჩივის, "ელჩე" "ბარსელონას" კარში გოლის გატანასაც კი ვერ ახერხებს. ამ გუნდმა კატალონიელთა კარი ბოლოს 43 წლის წინ, 1978 წელს აიღო და ის მატჩიც 1-5 დათმო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 დეკემბერი 2021 00:39
    1
    ციტატა: Memphis Depay
    აუ 1 იანვრიდან თუ ამ ყ.ე რეკლამებს არ დავინახავ ამ საიტზე კი არა ზოგადად რას გაასწორებს, ნერვები მქონდს მო.ული უკვე, საღოლ ღარიბაშვილს. დაისვენებს აწი ხალხი.

    შემოსავლის გარეშე დარჩენილი საიტიც გათიშული თუ დაგხვდა ისიც გაასწორებს?! ღარიბაშვილი რასაც აკეთებს, იმას შენზე და ხალხზე ზრუნვის გამო კი არ აკეთებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს შემოსავალს უსპობს, რომ გააჩუმოს. ხალხი ფეხებზე კიდიათ. ასე რომ ნუ გიხარია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 დეკემბერი 2021 20:19
    0
    ესენიც გაგვიტანენ ხო ვიცი. დირკაა ჩვენი დაცვა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 დეკემბერი 2021 18:58
    0
    როგორ მოხდა, რო კუმანმა ეს ანტირეკორდიც ვერ მოხსნა. იმედია რო გავიტანთ ერთ-ორ გოლს გუნდი დაცვაში არ დადგება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 დეკემბერი 2021 18:11
    0
    ციტატა: Memphis Depay
    აუ 1 იანვრიდან თუ ამ ყ.ე რეკლამებს არ დავინახავ ამ საიტზე კი არა ზოგადად რას გაასწორებს, ნერვები მქონდს მო.ული უკვე, საღოლ ღარიბაშვილს. დაისვენებს აწი ხალხი.

    რეკლამები მომაბეზრებელი კია მაგრამ მაგის გარეშე საქმე არ კეთდება, ვინც ტელევიზორში სილკზე (მაგალითად) უყურებს ფეხბურთს ხო კაია, მაგ რეკლამების გარეშე ვერ იყიდდნენ ტრანსლაციებს და ვერ ვუყურებდით ფეხბურთს, საერთოდ ყველა საქმეს სჭირდება სპონსორი და ამ ეტაპზე კაზინოების გარდა სამწუხაროდ არავის იხდის ფულს

    ANRIBARCA,
    100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 დეკემბერი 2021 18:08
    4
    ციტატა: Memphis Depay
    აუ 1 იანვრიდან თუ ამ ყ.ე რეკლამებს არ დავინახავ ამ საიტზე კი არა ზოგადად რას გაასწორებს, ნერვები მქონდს მო.ული უკვე, საღოლ ღარიბაშვილს. დაისვენებს აწი ხალხი.

    ბოდიში მეგობარო მაგრამ, ეს ხალხი დებილი კიარაა საიტზე ვინც მუშაობს ადმინისტრაციიდან დაწყებული მწერლებით დამთავრებული, შემოსავალი მოდის რეკლამიდან და რეკლამას მხოლოდ კაზინო აკეთებს, ჰაერზე არ კეთდება ეს ყველაფერი იმხელა შრომა იდება და პრეტენზიები რო აქ ხალხს კიდე რეკლამას რატო ვხედავო სირცხვილია უბრალოდ, ღარიბაშვილი რასაც აკეთებს კიდე არის მორიგი პოპულისტური სისულელე და აგოიმებს ხალხს, როგორც ყოველთვის
    ფანი [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 18:00
    0
    აუ 1 იანვრიდან თუ ამ ყ.ე რეკლამებს არ დავინახავ ამ საიტზე კი არა ზოგადად რას გაასწორებს, ნერვები მქონდს მო.ული უკვე, საღოლ ღარიბაშვილს. დაისვენებს აწი ხალხი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 17:58
    1
    იმედია ახლაც ვერ გაგვიტანენ და გაგრძელდება საშვილიშვილოდ ეგ სტატისტიკა❤