ელჩემ ბარსას გოლი ბოლოს 43 წლის წინ გაუტანა

ელჩემ ბარსას გოლი ბოლოს 43 წლის წინ გაუტანა

ხვალ, ლა ლიგის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონა" "ელჩეს" დაუპირისპირდება.

Sport-ის ინფორმაციით, ვალენსიურმა კლუბმა "ბარსას" კარი ბოლოს 1978 წლის 23 აპრილს აიღო. მას შემდეგ "ბლაუგრანამ" მეტოქეს 33 გოლი გაუტანა, თავად კი საპასუხო ბურთი არ მიუღია.

წყაროს ცნობით, 43 წლის წინ რინუს მიხელსის შეგირდებმა "ელჩე" 5-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერთაგან" გოლები ესტებან ვიგომ, დე ლა კრუსმა, რეშაკმა და ბიომ (2) გაიტანეს - სტუმართა რიგებიდან კი არგენტინელი მარსელო ტრობიანი გამოირჩა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ბოლო შემთხვევა, როცა ვალენსიელებმა კატალონიელებს მოუგეს, 1974/75 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა "ელჩემ" მელენჩონის ერთადერთი გოლის წყალობით, ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

2020/21 წლების ჩათვლით, "მწვანეზოლიანებს" პრიმერა დივიზიონში მხოლოდ 5 სეზონი აქვთ გატარებული (1984/85, 1988/89, 2013/14, 2014/15, 2020/21). შედეგად, თუ ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირებს ჩამოვთვლით, თაობათა შორის დიდი სხვაობას მივიღებთ.

ხულიო სალინასს ვალენსიელთა კარის ბადე 2-ჯერ შეურხევია, ხოლო ბერნდ შუსტერს, ჟერარდოს, არჩიბალდს, მარკოს ალონსოს, ალეშანკოს, ბაკეროსა და ამორს - თითოჯერ. უახლოეს წარსულს თუ გავითვალისწინებთ, "ელჩეს" წინააღმდეგ ლეო მესის 5 გოლი გაუტანია, ნეიმარს კი - 4. მათ ალექსის სანჩესი და პედრო 3-3 გოლით მოჰყვებიან, შემდეგ კი მოდიან მუნირი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა, მატიე, სერჟი რობერტო, ადრიანო, პიკე, დე იონგი და რიკი პუჩი.

როგორც ვხედავთ, 5 გოლით ლიონელ მესი "ბარსელონა" - "ელჩეს" დუელის ბომბარდირია, ოთხშაბათს კი არგენტინელს საკუთარი შედეგის გაუმჯობესების საშუალება ექნება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 თებერვალი 2021 19:08
    0
    რა პრობლემაა, დღეს გაიტანს.
    [?]
    #9 24 თებერვალი 2021 02:10
    3
    ლენგლემ მე ვიყო დედამო..ლიო თუ ეგ რეკორდი არ ჩავამხოო, სხვანაირად გუნდის ისტორიაში ვერ შევალო, ანუ ყველაზე დუნდუკი მცველის სტატუსითაც ჯერ ვერ შედის, მატიე ბარტრა ჩიგრინსკი და სხვებიც აყენებენ პრეტენზიას, აგერ უმტიტი კიდე. მოკლედ ხვალ ორი ფრანგი მცველიდან ერთ ერთი ძირითადში და გოლი მზადაა, თუ ორივე იქნება დუეტში მაშინ 2 იც გავა. ეიბარიც ეგეთი სტატისტიკით მოდიოდა. ვუტანდით 3ს და არ ვუშვებდით მარა არაუხომ წაულეგლევა და გაატანინა, ბრაიტმა კიდე ჩემ დედასთან იაროს მთელმა ეიბარმა თუ გავიტანოო და პენალტიც კი გამაზა. მოკლედ საცოდაობაა, ლენგლე ბრაიტი ფირპო და სხვები ერთ გუნდში... სევილია სოსიედადი ვილიარეალიც კი არ გააჩერებდა ამათ
    Culé [?]
    #8 23 თებერვალი 2021 23:31
    2
    რაც 43 წელი ვერ შეძლეს ეს შეუძლიათ ხვალ გააკეთონ, მთავარია მოინდომონ და სლენგლე-უმტიტი მზადაა, გაგატარებენ ჩვეულებრივად.
    ფანი [?]
    #7 23 თებერვალი 2021 23:28
    0
    გასვლაზე 0:2 არ დაივიწყოთ მაშინაც შეეძლო კუმანს მოეხსნა ეგ რეკორდიც თურამე ანტია:დ:დ
    Culé [?]
    #6 23 თებერვალი 2021 22:42
    1
    ხვალ გაგვიტანენ
    Culé [?]
    #5 23 თებერვალი 2021 22:34
    2
    ლანგლესთან არ უთამაშიათ ეტყობა 😆💙❤️
    Culé [?]
    #4 23 თებერვალი 2021 22:30
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    რატო მიგრძნობს გული რო ხვალ ბარსას გაუტანს ელჩე?

    იმიტო რომ მთელ გუნდს ჩა***** აქვს! კადის რო ვერ მოუგებ ელჩე გაგიტანს აბა რას იზამს. სამწუხაროდდ!!😔😔
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #3 23 თებერვალი 2021 22:29
    2
    რაც რამე საამაყო გვქონდა ყველაფერი დაასრულეს ამ სეზონში. ასე რომ ხვალე ელჩე აუცილებლად გაიტანს. საკითხავია ესენი თუ გაიტანენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 თებერვალი 2021 22:24
    2
    რატო მიგრძნობს გული რო ხვალ ბარსას გაუტანს ელჩე?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 23 თებერვალი 2021 21:55
    4
    დაგენიძლავებით ხვალ გაუშვებენ ელჩესგან გოლს, კაი ხანია არ მომხდარა და შესაბამისად კუმანი იზრუნებს მაგაზე😒