ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება - SER

ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება - SER

"ბარსელონა" მომდევნო ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას და "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის დამატებას აპირებს.

ჰოლანდს ზაფხულში ბევრი მსურველი ეყოლება. Cadena SER-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენა "ბარსასაც" უნდა. კატალონიელებმა იციან, რომ 21 წლის შემტევის გაფორმება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისინი ამის გაკეთებას შეეცდებიან.

იგივე წყარო იტყობინება, რომ საწყისი სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევროა. ამას ემატება 60 მილიონი ევროს ოდენობის საკომისიოც, საიდანაც 40 მილიონს ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა მიიღებს, 20 მილიონს კი - ფეხბურთელის მამა.

ერლინგ ჰოლანდი შთამბეჭდავი სტატისტიკით მიმდინარე სეზონშიც გამოირჩევა. მის ანგარიშზე 11 მატჩი, 14 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 30 ნოემბერი 2021 01:10
    0
    თუ ამის ფასი ცამდე ავიდა, გინდა საკომისიო დაარქვი და გინდა დანამატი. ან ეს გასიებული რას აკეთებს ისეთს, რომ ამხელა თანხას ღუნავს.
    ხელფასსაც ასტრონომიულს მოითხოვს უეჭველი და ღირს კი ეს ამდენი?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 ნოემბერი 2021 21:34
    0
    Gigi,
    ძაან დიდი ხანია მე მაგას გავიძახი, ახლა მითუმეტეს ჩავია მწვრთნელად და ბარსას სტილი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს აცდენილია ბარსას სტილს, ვამბობ ეგ ფეხბურთელი კიარა ხარია ჩემთვის, მართლაც ბარსაში იქნება ჩინური იბრა, არცერთ მაღალ ფორვარდს არ გაუმართლებია ბარსაში, იყო ეტო, ვილა და სუარესი, ტიპები დაფრინავდნენ და საერთოდ არ იყვნენ ამხელა მოშკაფული ხალხი, მე ამის მომევალს ბარსაში ვერ ვხედავ და ტყუილად ფულის ფლანგვაა ამაზე ჩალიჩი, ფული მაინც გვქონდეს
    წევრი [?]
    #9 29 ნოემბერი 2021 21:29
    1
    აი ვერ ვხვდები ამაში რა მოსწონს ბარსელონას საერთოდ არაა ეს გუნდის იდეოლოგიის და სტილის მოთამაშე ბარსას ვქომაგობ იმიტომ რომ მომწონს კომბინაციური ლამაზი ფეხბურთი თავისი მოძრავი ცხრიანებით პოზიციების, ფლანგების ცვლებით და ასე შემდეგ და ამ შკაფმა რომელი კომბინაცია უნდა გაითამაშოს და ვისთან უნდა ცვალოს პოზიციები მე პირადად ვერ წარმომიდგენია შეიძლება ჩემი წარმოსახვის უნარი ვერ წვდება ასეთ სიღრმეებს მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეს ბარსელონური იბრას პატენტი იქნება ბარსაში თან ნე დაი ბოგ და რო გაიგორმონ და ჩემი სიტყვები გამართლდეს მერე ეს იქნე ძალიან ძვირიანი კატასტროფის ტოლფასი შეცდომა და ვფიქრობ არ ღირს გარისკვად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 29 ნოემბერი 2021 18:33
    0
    ზღაპარია ამის მოყვანა, თან 135 და კიდევ ვინ იცის რამდენი იქნება ამისი ფასი, კაცმა არ იცის განაგრძობს თუ არა პროგრესს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ნოემბერი 2021 18:26
    1
    აი ეს ღორი რაში იღებს ამხელა ფულს ვინმე ამიხსნის, ამან აღზარდა როგორც ფეხბურთელი თუ ეს ავარჯიშებს კარში დარტყმაზე. ფეარ პლეიო და მესი გაგვაგდებინეს, ამის ამხელა ფულები არაფრის კეთებაში ფეარ პლეის ამბავში არ გადის?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ნოემბერი 2021 18:19
    1
    ლამასიაში ამისნაირი 10 გაიზრდება ამას როარ აყარო მილიარდები
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #5 29 ნოემბერი 2021 17:56
    1
    40 მილიონი რაიოლას არა ჩემი ფეხები, უკან გაიკეთოს თავისი ჰოლანდი და ეგრე იაროს. რაღაც პრინციპები ხომ უნდა გქონდეს გუნდს და რაიმეთი განსხვავდებოდე ფულის ტომარა კლუბებისგან, მარა ეს იმდენად აბსურდული მოთხოვნაა პსჟ-ც არ დათანხმდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ნოემბერი 2021 17:40
    1
    ციტატა: La Pulga10
    გაგვიჭირდება,მარა სპონსორები თუ ვიშოვეთ,ხელფასები დავწიეთ და ნაგავი გადავაგდეთ მოჟნა.

    მეტი ვინღა უნდა გადააგდო
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #3 29 ნოემბერი 2021 17:39
    3
    არგვინდა რა,გასაგებია რომ იმ სიტუაციაში არაა გუნდი რომ ვინმეს ვიწუნებდეთ,მაგრამ კოუტინიო ან დემბელე არ განმეორდეს.არატექნიკური,მუტენტი ფორვარდები ვერ ამართლებენ ამ გუნდში,თან ნამდვილი ბარსელონელი ტრენერი გვყავს ამჯერად.
    პსჟს მაგალითზე უნდა დაინახოს ყველამ რომ არაა აუცილებელი ბევრი ინდივიდუალისტი გყავდეს გუნდში,მთავარია გუნდი შეთამაშდეს,გუნდში გუნდურობა,ჭკვიანი სთაფი და კარგი მენეჯმენტი.უაზროდ ფულის ფლანგვამ ვერცერთ გუნდში ვერ გაამართლა და ჩვენ გაგვაკოტრა.ყველამ იცის რომ სანე,მიულერი ნეიმარს და მბაპეს ვერ ჯობია,მაგრამ დაიხევს ბაიერნი ამ პსჟს სადაც დაიჭერს.იგივე დაგვემართა ჩვენც.გრიზმანი მესი და სუარესი გვყავდა,არც ცუდი ნახევარდაცვა გვყოლია ერთი შეხედვით,მაგრამ 8-2 მოგვიგეს.მოკლედ ბევრი რომ არ გავატრაკოთ,არ გვჭირდება ეს გაღორებული ჰალანდები და ნეიმარები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ნოემბერი 2021 17:23
    1
    ძაან გაჭირდება ამის მოყვანა, ფულს იმდენს მოითხოვს ეს და მაგისი ღორი წარმომადგენლები რომ ვერ გავქაჩავთ მაგდენს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ნოემბერი 2021 17:07
    1
    გაგვიჭირდება,მარა სპონსორები თუ ვიშოვეთ,ხელფასები დავწიეთ და ნაგავი გადავაგდეთ მოჟნა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid