დემბელეს აგენტს ბარსელონას ბოლო შეთავაზებისთვის ჯერ არ უპასუხია
გუშინ "ბარსელონამ" უსმან დემბელეს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა, რომელიც ხელფასის გაზრდასა და ბონუსებს ითვალისწინებს.
TV3-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტს, მუსა სისოკოს აღნიშნული წინადადებისთვის ჯერ არ უპასუხია. დემბელეს წარმომადგენელს კლუბის მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს და კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებს. უსმანს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან, რომლებიც, ცხადია, გაცილებით უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ.
წყაროს თანახმად, ყველაფრის მიუხედავად, "ბარსა" იმედოვნებს, რომ 24 წლის შემტევთან შეთანხმებას მალე მიაღწევს. კატალონიელები შეთავაზებული პირობების შეცვლას არ აპირებენ და ფრანგის პასუხს დაელოდებიან.
დემბელეს კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 იანვარს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]