ბოლო სეზონი, როდესაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

ბოლო სეზონი, როდესაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა. მართალია, კატალონიელები მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ მიდი და მოუგე მიუნხენში "ბაიერნს", რომლის საუკეთესო ბომბარდირსაც რაღაც-რაღაცების დამტკიცების სურვილი აქვს.

თუ "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 21 წლის განმავლობაში. უკანასკნელად კატალონიელები ჯგუფში 2020/21 წლების სეზონში ჩარჩნენ.

21 წლის წინ ლორენსო სერა ფერერის გუნდი ჯგუფში "მილანთან", "ლიდსთან" და "ბეშიქთაშთან" ერთად მოხვდა. დასაწყისი იდეალური იყო - დაუვიწყარი საღამო "კამპ ნოუზე", მაგარი ფეხბურთი და "ლიდსთან" 4-0 მოგება.

მეორე ტურში კი სრულიად საპირისპირო სურათი ვიხილეთ - 0-3 წაგება თურქეთში "ბეშიქთაშთან".

მე-3 ტურში "ბლაუგრანას" სიტუაცია დამძიმდა - საკუთარ კედლებში "მილანთან" 0-2 წაგება.

შემდეგ იყო რივალდოს ჯადოქრობა "სან სიროზე", მაგრამ ბრაზილიელის სამი გოლი მხოლოდ ქულისთვის გამოდგა საკმარისი - 3-3.

მე-5 ტურში "ბარსამ" "ლიდსის" მფრინავ მეკარესთან, პოლ რობინსონთან ვერაფერი გააწყო და 90-ე წუთზე რივალდოს მიერ გატანილი გამათანაბრებელი გოლით მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბოლო ტურში კატალონიელების წინაშე ასეთი ამოცანა იყო - "კამპ ნოუზე" "ბეშიქთაში" უნდა დაგვემარცხებინა, პარალელურ მატჩში კი "მილანს" "ლიდსისთვის" ასევე საკუთარ კედლებში მოეგო. "ბარსამ" თურქული კლუბი 5-0 გაანადგურა. "მილანი" აგებდა და მართალია, გაათანაბრა, მაგრამ "ბარსელონას" ეს არ ეყო. არადა, "სან სიროზე" ანდრეი შევჩენკომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 დეკემბერი 2021 21:09
    2
    ბოლოა 2020/21 სეზონში არა,2000/2001 წლების სეზონში ჩარჩნენ.
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 დეკემბერი 2021 20:20
    1
    ჯობია ევროპა ლიგაზე გადაერთონ, მოიგონ აუცილებლად და გაისად ისევ ლიგაზე ვიქნებით, იმიტომ რომ ლა ლიგაში მეეჭვება მეოთხე ადგილამდე ავხოხდეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 დეკემბერი 2021 16:04
    1
    ქჩემთვის ევროპა ლიგაზე თამაში კატასტროფა არ იქნება , მაგრამ მაინც არ უნდა დანებდნენ, მაშინ მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული , ახლა კი ჩვენი მოგებით გასვლა შეგვიძლია მაგრამ იქ კამპ ნოუზე ბეშიქთაში იყო და აქ ალიანს არენაზე ბაიერნია, რავიცი ბოლომდე იბრძოლონ, არ შერცხვენ და დანარჩენი ახლა მეორეხარისხოვანია