სრული კრახი - 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

  • 27-11-2019, 18:59
  • სრული კრახი - 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

    "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდისთვის ახალგაზრული ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება კრახით დასრულდა.

    რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონასა" და "დორტმუნდის" 19-წლამდელთა გუნდების დაპირისპირება დამთავრდა. ახალგაზრდა კატალონიელებმა 5 თამაშიდან მე-4 წააგეს და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაოფიციალურდა, რომ ისინი ბოლო ადგილს დაიკავებენ.

    "დორტმუნდთან" გამართულ საშინაო მატჩში "ბარსელონა" ფერნანდესმა მე-17 წუთზე დააწინაურა. 26-ე წუთზე რეინამ ანგარიში გაათანაბრა. "ბარსას" პირველი ტაიმის მოგება შეეძლო, მაგრამ 30-ე წუთზე მორიბამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. შეხვედრის 65-ე წუთზე, რაშლმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდმა საკუთარ კედლებში გამართული 3 თამაშიდან მე-3 წააგო.

    5 ტურის შემდეგ, "ინტერს", "დორტმუნდსა" და "სლავიას" 9-9 ქულა აქვთ, ხოლო "ბარსელონამ" მხოლოდ 3 ქულის მოგროვება მოახერხა.

    "ბარსელონა" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. აქამდე ჩატარებული 6 გათამაშებიდან კატალონიელებმა ორის მოგება მოახერხეს, რაც "ჩელსის" შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "ბლაუგრანა" ჯგუფში ჩარჩა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    27 ნოემბერი 2019 20:32

    დიდებსაც იგივე ელით მგონი.

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    27 ნოემბერი 2019 20:31

    ლივერპული კი ნაპოლის 7:0 უგებს. 77 წუთია

    1
    გასულია
    Don_Andresito [?]

    27 ნოემბერი 2019 19:41

    საღოლ ბიჭებს, იმათაც ვალვერდე ყავთ თუ რა არი? დღეს ვერ მოგება და დიდებიც არ მიყვნენ პატარების გზას

    5
    გასულია
    rijkaard გულშემატკივარი [?]

    27 ნოემბერი 2019 19:35

    იმედია დიდებიც ჩარჩებიან. აბა მეოთხედ ფინალიდან ან ნახევარფინალიდან რაღაცის ჭამას მიჩვეულები არიან და არც წელს გაუკვირდებათ. ყველაზე კარგი ვარიანტი დიდი ცვლილებებისთვის ჩარჩენაა.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV