დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა

დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა

"ბარსელონა" გუნდის შემტევთან, უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" თავდაუზოგავად მუშაობს, რათა დემბელე ხელშეკრულების გახანგრძლივებაში დაარწუმონს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ეჭვები იზრდება. კლუბში ვარაუდობენ, რომ 24 წლის ფეხბურთელს დარჩენა უნდა, თუმცა, ახალი კონტრაქტის გაფორმებას მისი აგენტი აჭიანურებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ფიქრობს, რომ ფრანგ მოთამაშეზე ზეწოლას მისი აგენტი ახდენს და მიანიშნებს, რომ საუკეთესო ვარიანტი სცენარის შეცვლა და სხვა დიდ კლუბში გადასვლაა.

"ბარსელონას" სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის 30 ივნისს იწურება. თუ "ბლაუგრანამ" უსმანი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე 1-ელ იანვრამდე ვერ დაიყოლია, ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მომალარაკებების გამართვის უფლება ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 14:35
    0
    ეს ხო სულ გაუგებრობაშია რა, თუ უნდა დარჩენა აგენტი რას ატრაკებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 14:13
    0
    ციტატა: frenkie dejong21
    აგენტიც თავისნაირი დებილი ყავს

    პირიქით, ძალიან ჭკვიანი ყავს. მუქთად მიიყვანს ახალ გუნდში და ბონუსს მიიღებს ამაში. ვის არ უნდა მუქთად ფებურთელი რომელიც ჩვენ 100+ მილიონად ვიყიდეთ.
    Culé [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 13:46
    0
    აგენტიც თავისნაირი დებილი ყავს