ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 მარტს მოხდა.
თამაშები
27 მარტს "ბარსელონას" 8-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1913 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ხუან როკასოლანო. 1939/40 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1929 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ფრანსისკო ხავიერ მარისტანი. 1952-1954 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 6 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1932 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ზიგფრიდ გარსია. 1952-1966 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 316 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდთან ერთად მან 4 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1966 წელი
"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" სეზონში მეორედ დაამარცხა, ამჯერად "კამპ ნოუზე". 2-1 მოგებულ შეხვედრაში მასპინძელთაგან გოლები რიფემ და საბალიამ გაიტანეს.
1974 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი გაისკა მენდიეტა. 2002/03 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 50 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
1992 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარკ მუნიესა. 2008-2012 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 4 თამაში ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]