ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
7 ოქტომბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.
1896 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ფილიპინელი ლეგენდარული თავდამსხმელი პაულინო ალკანტარა. 1912-1916 და 1918-1927 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 357 თამაში ჩაატარა და 367 გოლი გაიტანა. ალკანტარამ "ბარსელონაში" 10 კატალონიის თასი და 5 ესპანეთის თასი მოიგო.
1958 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხულიო ალბერტო. 1982-1991 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 301 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ალბერტომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1973 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 0-0 დასრულდა.
1989 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" 3-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები კუმანმა (2) და სალინასმა გაიტანეს.
2012 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 2-2 დასრულდა. ლიონელ მესიმ ლა ლიგის საშინაო შეხვედრებში თავისი 99-ე და მე-100 გოლები გაიტანა.
2019 წელი
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდში სამთვიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]