ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 ოქტომბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

9 ოქტომბერს "ბარსელონამ" 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1967 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი რუმინელი მცველი გეორგე პოპესკუ. 1995-1997 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 95 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. პოპესკუმ კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1984 წელი

კინის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ლა ლიგის ნაკრები 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი პიჩი ალონსომ გაიტანა.

1985 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" 1-3 დამარცხდა.

1994 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელი აზიზატ ოშოალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ოქტომბერი 2021 13:42
    0
    1994 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელი აზიზატ ოშოალა.

    ეს უნდა ჩავიწერო არ დამავიწყდეს.