კილიან მბაპე იამალზე: მის ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს
"რეალ მადრიდის" ლიდერი კილიან მბაპე "ბარსელონას" 18 წლის ვარსკვლავზე ლამინ იამალზე საუბრობს.
ხალხი იამალის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობს. ვფიქრობ, მას განმარტოებისა და სიმშვიდის საშუალება უნდა მისცენ. ლამინი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ 18 წლის ბიჭია, რომელსაც შეცდომების დაშვება შეუძლია. მის ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს.
იამალი ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებს და გაიგებს, რა არის მისთვის კარგი ან ცუდი. ის უბრალოდ უნდა კონცენტრირდეს იმაზე, რასაც მოედანზე აკეთებს, სხვა დანარჩენი კი მნიშვნელოვანი არაა.
იამალი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და ფეხბურთში გზას გაიკვლევს. ლამინს აშკარად ეტყობა, რომ ამ სპორტით გატაცებულია და ეს ერთადერთი რამაა, რაც არ უნდა დაკარგოს. მას წარმატებებს ვუსურვებ.
- ციტირებს მბაპეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]