ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
30 სექტემბერს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1940 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ურუგვაელი მცველი ხულიო სესარ ბენიტესი. ის "ბლაუგრანაში" 1961 წლიდან სიკვდილამდე, 1969 წლამდე თამაშობდა. ბენიტესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
ბენიტესი 1960 წლის 6 აპრილს, "რეალ მადრიდთან" გასამართ ძალიან მნიშვნელოვან თამაშამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ზღვის პროდუქტებით მოწამვლა იყო.
1958 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ჟოზემ მორატალია. 1981-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 170 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მორატალიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1959 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მარკოს ალონსო პენია. 1982-1987 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 182 თამაში ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ალონსომ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1972 წელი
საშინაო "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალი" ხოსე ანტონიო ბარიოსის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
2017 წელი
კატალონიაში არსებული არეულობის გამო "ბარსელონამ" "ლას პალმასს" ცარიელ "კამპ ნოუზე" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ლა ლიგაში ხავიერ მასკერანოსთვის მე-200, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის 50-ე გამოდგა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]