ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
ამ ეტაპზე, მომდევნო ზაფხულისთვის "ბარსელონას" სამი სატრანსფერო სამიზნეა გამოკვეთილი: დანი ოლმო, რომელიც ყველაზე რეალური კანდიდატია; პოლ პოგბა, რომელიც ტრანსფერისთვის ხელსაყრელ სიტუაციაშია და ერლინგ ჰოლანდი - ოცნება, რომლის ასახდენად ჟოან ლაპორტა ყველაფერს გააკეთებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" პრეზიდენტი ნორვეგიელი თავდამსხმელით მოხიბლულია და იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის განხორციელება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, გეგმავს, ფეხბურთელი და მისი აგენტი კატალონიაში გადმოსვლაში დაარწმუნოს.
ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევროა. ამასთან ერთად, მისი მამა და აგენტი შეთანხმებისთვის 20-20 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება 130 მილიონი დაუჯდება.
ლაპორტა იმედოვნებს, რომ მინო რაიოლასთან ახლო ურთიერთობის წყალობით შეძლებს, მოთხოვნები შეამციროს.
ერლინგ ჰოლანდი მიმდინარე სეზონს კვლავ დორტმუნდის "ბორუსიაში" ატარებს. აქამდე ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]