მემფის დეპაიმ სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის შედეგი გაიმეორა

მემფის დეპაიმ სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის შედეგი გაიმეორა

"ბილბაოსთან" ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ქულის გადარჩენა მემფის დეპაის ბრწყინვალე გოლის წყალობით მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა შემტევმა წინა მატჩში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ასისტიც მიითვალა - OptaJose-ს მიხედვით, სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის შემდეგ, მემფისი "ბარსას" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ჩატარებულ პირველ ორ შეხვედრაში გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

რაც შეეხებათ ფაბრეგასსა და სანჩესს, მათ პრიმერა დივიზიონში, მათთვის სადებიუტო პირველ ორ დაპირისპირებაში საკუთარ აქტივში გოლი ან ასისტი 2011 წლის სექტემბერში ჩაიწერეს - სესკმა 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, ალექსისის მონაგარი კი 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი იყო.

"ბლაუგრანა" მომდევნო მატჩს 29 აგვისტოს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს, სადაც დეპაის შანსი ექნება, საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 აგვისტო 2021 12:30
    0
    კარგია რო გაიტანა ძალიან სჭირდებოდა თავდაჯერებისთვის, ბრეითვეიტმა ისეთი გოლები გაიტანა, არ მეგონა აქ თუ გამაზავდა. აი ალბა ძალიან ცდილობდა, ვიღაცამ თქვა ლეოს ეძებდაო, მაგრამ ლეოს კი არა თავისუფალ გახსნილ ფეხბურთელს ეძებდა, ესეთები კი ჯერჯერობით არ ჩანან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 აგვისტო 2021 05:56
    0
    ციტატა: Norman Bates
    ოჰ, ეს უაზრო სტატისტიკები

    არ მოგწონს? smile
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 22 აგვისტო 2021 02:55
    0
    ოჰ, ეს უაზრო სტატისტიკები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 აგვისტო 2021 02:54
    6
    ერთი ნათელი წერტილი ეს ბიჭი ჩანს ამ სეზონში.. იმედია საკუთარ თავზე აიღებს ლიდერობას და რამე ტიტულისტვის იბრძოლებს გუნდი თორე გრიზმანის დემბელეს და სხვა ფეხბურთელების იმედი საერთოდ არ მაქვს.. გრიზმანს მესი ჩრდილავს და მაგიტო ვერ თამაშობსო ხოდა წავიდა მესი აჰააა რაქნა ეს ორი თამაშია? კომენტატორები მის სახელს მარტო მაშინ ახსენებენ როცა შემადგენლობებს აცხადებენ smile
    Culé [?]
    #1 22 აგვისტო 2021 02:52
    6
    მარტო იყო დღეს შეტევაში. ალბა უფრო ეხმარებოდა ვიდრე გრიზმანი და მარტინი. ბრეითვეითს დაღეჭილი ბურთი მიართვა უბრალოდ კარში დასარტყმელად და იმან ყვავები მოხსნა. გრიზმანი განსაკუთრებით სრული არარაობა იყო.