მიხაელ ცორკი: ჰოლანდი ჩვენთან დარჩება
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ჰოლანდთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. გადაწყვეტილება კლუბის გარეშე არ იქნება მიღებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ დავასრულებთ სეზონს, ერლინგი მაინც ჩვენთან დარჩება."
-ცორკის სიტყვებს SPORT1 ციტირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს მომავალ წლამდე არ დატოვებს, შემდეგში უკვე მისი გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება და მსურველ კლუბებს შეძენა 75 მილიონ ევროდაც შეეძლებათ. წელს "დორტმუნდს" გაცილებით სარფიანი შეთავაზებების მიღების შანსი აქვს.
აქამდე არსებული ცნობებით, ჰოლანდის გაყიდვა, შესაძლოა, წელს ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის გამო გარდაუვალიც ყოფილიყო. ამ მომენტისთვის "ბორუსია" მე-4 პოზიციას 4 ქულით ჩამორჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]