workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-გალათასარაი: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-გალათასარაი: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “გალათასარაის” უმასპინძლებს.

კატალონიელები წარმატებული სერიის გაგრძელებას თურქულ კლუბთან ეცდებიან. თუ ორივე გუნდის ფორმას გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი კლუბის ვინაობა დღესვე გაირკვეს. 

სათამაშო ფორმა

სეზონის გადამწყვეტ ნაწილს “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. “ბილბაოსთან” წაგებული სათასო დაპირისპირების შემდეგ, გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მთავარ პრობლემად კვლავ მომენტების რეალიზება რჩება. მალე, “რეალთან” და “სევილიასთან” გასამართი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, ასეთ თამაშებში მცირე დეტალიც კი შეიძლება, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ მომდევნო თამაშებში ფერანი მიზნის გასწორებას შეძლებს.

მეტოქე

ეს “გალა” ის “გალა” აღარაა, რომელსაც წლების წინ ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავდით. იმავეს თქმა “ბარსაზეც” შეიძლება, მაგრამ თურქულ კლუბს საქმე გაცილებით ცუდად აქვს. თურქულ სუპერლიგაში “გალათასარაი” მე-13 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 8 ქულა აშორებს. იანვარში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფათიჰ თერიმი დომენეკ ტორენტმა შეცვალა, რომელიც 2007-2018 წლებში პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო (“ბარსელონა B”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი”).

მიუხედავად საშინელი სეზონისა, “გალათასარაიმ” ევროპა ლიგის ჯგუფის მოგება წაუგებლად შეძლო, თანაც, საკმაოდ სერიოზული მეტოქეების წინააღმდეგ (“მარსელი”, “ლაციო”, მოსკოვის “ლოკომოტივი”) – 3 მოგება, 3 ფრე და 18-დან 12 ქულა.

“გალათასარაიში” რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის “ბარსელონას” ყოფილი და მოქმედი მოთამაშეებიც არიან: ინიაკი პენია (განათხოვრებული), არდა თურანი, ბაფეტიმბი გომისი, სოფიან ფეგული, რაიან ბაბელი, პატრიკ ვან აანჰოლტი. 

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

მატჩს მოუთმენლად ველით. ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, მაგრამ იმედით ვთამაშობთ, კარგ ფორმაში ვართ და ასე გაგრძელება გვსურს.

ხვალ სასტარტო თერთმეტეულში ცვლილებები იქნება. ზოგი ფეხბურთელი დაღლილია, რადგან ბევრი ითამაშა. შეტევასა და ნახევარდაცვაში საკმაო არჩევანი მაქვს, რითაც უნდა ვისარგებლო.

დომენეკ ტორენტი:

ამ სეზონში “ბარსას” არაერთი თამაში მაქვს ნანახი. სეზონი ახლა რომ დაწყებულიყო, “ბარსა” ლა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებდა და ჩემპიონთა ლიგაზეც იქნებოდა. გუნდი ჩავიმდეც კარგად თამაშობდა, მაგრამ გოლის გატანა უჭირდა.

დანაკლისი

“ბარსას” მხრიდან, ტრავმის გამო, დღევანდელ თამაშს ანსუ ფატი, სამუელ უმტიტი და სერჟი რობერტო გამოტოვებენ. ასევე, გავი დისკვალიფიცირებულია, დანი ალვესი კი ევროპა ლიგაზე რეგისტრირებული არ არის.

“გალათასარაის” კი ტრავმირებული არდა თურანი და ფათიჰ იოზთურქი დააკლდებიან. 3-თვიანი პაუზის შემდეგ, განაცხადს ფერნანდო მუსლერა დაუბრუნდა. უცნობია, დააყენებს თუ არა მას ტორენტი ინიაკი პენიას ნაცვლად, რომელიც თურქეთში გადასვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

არბიტრი

UEFA-ს გადაწყვეტილებით ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასა” და “გალათასარაის” დაპირისპირებას ფრანგი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი ბენუა ბასტიანი იქნება.

ბასტიანი 38 წლისაა. საფრანგეთის ლიგა ერთში ის 2011 წლიდან მსაჯობს, 2014 წელს მას ევროპა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.

კარიერის განმავლობაში ბენუა ბასტიანი თამაშში საშუალოდ 26 ჯარიმასა და 0.34 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.8 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს. ევროტურნირებზე მისი შედეგი ასეთია: თამაშში საშუალოდ 4.5 ყვითელი და 0.26 წითელი ბარათი.

ბენუა ბასტიანს “ბარსელონას” მატჩში აქამდე არასდროს უმსაჯია. “გალათასარაის” შეხვედრაში მონაწილეობა მან ერთხელ მიიღო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “შალკესთან” თურქეთში გამართული ის თამაში უგოლოდ დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “გალათასარაის” ერთმანეთის წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშიათ, რვავე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა – 5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთების შეფარდება – 14-6.

“ბლაუგრანასა” და თურქული კლუბების ურთიერთდაპირისპირების ისტორიას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

საინტერესო ფაქტები

  • “გალათასარაიმ” ბოლო 18 თამაშიდან მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო.
  • “გალათასარაიმ” ბოლო 10 თამაშში 24 გოლი გაუშვა.
  • “ბარსელონამ” ბოლო 10 თამაშში 26 გოლი გაიტანა.
  • “ბარსელონამ” ევროპა ლიგის/UEFA-ს თასის 1/8-ფინალში ბოლოს 2004 წელს ითამაშა და “სელტიკთან” დამარცხდა (0-1).

სავარაუდო შემადგენლობები

Whoscored:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ფ. დე იონგი, პედრი, ნიკო – დემბელე, ობამეიანგი, დეპაი

“გალათასარაი” | 4-2-3-1

მუსლერა – ელაბდელაუი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – პულგარი, ქუთლუ – ბაბელი, ჩიკალდაუ, აქთიურქოღლუ – გომისი

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, გარსია, ალბა – ფ. დე იონგი, პედრი, ნიკო – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

“გალათასარაი” | 4-4-2

პენია – ბოეი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – პულგარი, ქუთლუ, ჩიკალდაუ, ქილინჩი – აქთიურქოღლუ, გომისი

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

“გალათასარაი” | 4-1-4-1

პენია – ელაბდელაუი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – პულგარი – მორუცანი, ქოთლუ, ჩიკალდაუ, აქთიურქოღლუ – მოჰამედი

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

“გალათასარაი” | 4-1-4-1

პენია – ელაბდელაუი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – პულგარი – მორუცანი, ქუთლუ, ჩიკალდაუ, აქთიურქოღლუ – მოჰამედი

პროგნოზი

90min: ბარსელონა 3-0 გალათასარაი

SportsMole: ბარსელონა 3-0 გალათასარაი

Sportskeeda: ბარსელონა 2-0 გალათასარაი

WhoScored: ბარსელონა 3-1 გალათასარაი

ტრანსლაცია

მატჩი სტარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3აჭარასპორტ 1 და silksport.ge გვთავაზობს

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • DesmondHume
    schedule 10 მარ 2022, 20:49
    #7

    3-0 ან 4-0 იდეალური სცენარია, მშვიდად ვიქნებით განმეორებითისთვის

  • Barca1980
    schedule 10 მარ 2022, 17:07
    #6

    მთავარია ტრავმებს გადავურჩეთ , თურქები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ზედმეტად ხისტი თამაშით და არ მოერიდებიან არაფერს , ამიტომ 10-15 წუთში გოლი იქნება იმის გარანტია , რომ ნაკლებათ დავდგეთ მაგ საფრთხის წინაშე , შეიძლება დე პაის დაპენებაც კი ჯობდეს პირველ ტაიმში ტრაორესთან ერთად . ძალიან მაღალ სისწრაფეზე უნდა ვითამაშოთ პირველი ტაიმი , დასაკარგი არაფერი აქვს გალას , არ შეიძლება დაუფასებლობა , სრული მობილიზებით უნდა ვითამაშოთ . 4-0 !!!

  • nika 54
    schedule 10 მარ 2022, 15:27
    #5

    საცოდავი ფათიჰ ტერიმი გალათასარაიდანაც გააგდეს? ერთ დროს მილანიც კი ანდეს იტალიელებმა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

  • Zura Gviniashvili
    schedule 10 მარ 2022, 12:24
    #4

    სამი გოლის სხხვაობით მოვიგებთ ჩემი აზრით

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 მარ 2022, 11:06
    #3

    ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ისე გავანადგუროთ რომ თურქეთში უმოტივაციოდ იყვნენ და აზრი აღარ ჰქონდეს, visca barca❤💙

  • La Pulga10
    schedule 10 მარ 2022, 10:51
    #2

    6-0 ველოდები.წესით უნდა დავადუღოთ,ყოფა ვუტიროთ.

  • C.PC5
    schedule 10 მარ 2022, 10:44
    #1

    რაც შეიძლება მეტი უნდა გავიტანოთ, რომ მერე აუღელვებლად შევხვდეთ საპასუხო მატჩს, თორემ მერე ძაან მნიშვნელოვანი თამაშებია და იქ ნამდვილად იქნება დასვენებული ფეხბურთელები საჭირო. ვისკა ბარსა✊