workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალათასარაისთან თამაშის მსაჯი ცნობილია

გალათასარაისთან თამაშის მსაჯი ცნობილია

UEFA-ს გადაწყვეტილებით ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასა” და “გალათასარაის” დაპირისპირებას ფრანგი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი ბენუა ბასტიანი იქნება.

ბასტიანი 38 წლისაა. საფრანგეთის ლიგა ერთში ის 2011 წლიდან მსაჯობს, 2014 წელს მას ევროპა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.

კარიერის განმავლობაში ბენუა ბასტიანი თამაშში საშუალოდ 26 ჯარიმასა და 0.34 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.8 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს. ევროტურნირებზე მისი შედეგი ასეთია: თამაშში საშუალოდ 4.5 ყვითელი და 0.26 წითელი ბარათი.

ბენუა ბასტიანს “ბარსელონას” მატჩში აქამდე არასდროს უმსაჯია. “გალათასარაის” შეხვედრაში მონაწილეობა მან ერთხელ მიიღო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “შალკესთან” თურქეთში გამართული ის თამაში უგოლოდ დასრულდა.

“ბარსელონასა” და “გალათასარაის” შეხვედრა ხვალ, 10 მარტს, 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2022, 14:56
    #3

    თარსია, ეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

  • me da barca
    schedule 16 მარ 2022, 02:33
    #2

    მაკარონნიკ ბლინ.

  • nika 54
    schedule 09 მარ 2022, 15:14
    #1

    ჩვენ ისევ ისეთი მონდომებით ვითამაშოთ, როგორც ბოლო შეხვედრები და მსაჯი სულ არ არის საინტერესო.