პედრი გონსალესმა “ალი სამი იენზე” მორიგი საფეხბურთო მასტერკლასი ჩაატარა – სტადიონზე, სადაც თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად გამოსდის. მართალია, ამჯერად 2022 წლის მსგავსი სოლო-გოლი არ გაუტანია, თუმცა “ბარსელონას” თამაშს სრულად წარმართავდა და 4-1 გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეხვედრის მიწურულს მან მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა, როგორც თავად განმარტა, ტრავმის გარეშე:
“მუცელი მტკიოდა და თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი. ვარჩიე შეცვლა მეთხოვა, რათა მოედანზე დასვენებული ფეხბურთელი შემოსულიყო”, – აღნიშნა მან Movistar-ის ეთერში.
პირველი ტაიმის შეცდომები და მეორე ნახევრის აფეთქება
კანარელმა ნახევარმცველმა დეტალურად ახსნა, თუ რატომ გაუჭირდა გუნდს პირველ ნახევარში ჩვეულებრივზე მეტად:
“ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბოლო პასის გაკეთებისას ხშირად ვჩქარობდით. ბურთს ვფლობდით, უამრავ თავისუფალ სივრცეს ვხედავდით და გადამწყვეტ გადაცემაზე ზედმეტად ნაადრევად მივდიოდით. საჭირო იყო ბურთის მეტად გათამაშება და შეტევის ხაზის მოთამაშეების ჩართვა, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ. როდესაც წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც ლამინი, ფერმინი, ოლმო ან გორდონი არიან, ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ”.
მან მეტოქის დაწინაურების შემდეგ გუნდის სწრაფ რეაქციაზეც ისაუბრა:
“როდესაც ‘გალათასარაი’ ასეთ მძიმე ატმოსფეროში წინ გადის, ვითარება რთულდება, თუმცა გუნდის რეაქციით უზომოდ კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმი უბრალოდ სანახაობრივი გამოდგა”.
43 გოლი 10 მატჩში: პასუხი კრიტიკოსებს
პედრიმ “ბარსელონას” ფენომენალურ საგოლე მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება:
“უზარმაზარი თავდაჯერებულობა გვაქვს. საუბრობდნენ, თითქოს გოლების პრობლემა გვექნებოდა, თუმცა ვამტკიცებთ, რომ ამ შემადგენლობას გატანა ნამდვილად შეუძლია. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ასე უნდა გავაგრძელოთ. მგონი, ეჭვები ყოველთვის იქნება, მაგრამ აშკარაა, რომ უამრავი გოლის გატანა შეგვიძლია. უმაღლესი ხარისხის მოთამაშეები გვყავს სათადარიგოთა სკამზეც. შემადგენლობა ძალიან ფართო და ძლიერია – ეს მოედანზეც ნათლად ჩანს”.
მოლოდინი ბეტისის, პსჟ-სა და რეალ მადრიდის წინ
დასასრულს, ნახევარმცველმა მოახლოებულ ურთულეს კალენდარზე გაამახვილა ყურადღება:
“წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის. მართალია, ჯერ სეზონის დასაწყისია, თუმცა ეს შეხვედრები ძალიან ბევრს გადაწყვეტს. ამ თამაშებით უნდა ვისიამოვნოთ და, რაც მთავარია, გავიმარჯვოთ”.
ეს 3 მატჩი არის უმნიშვნელოვანესი ბეტისი პსჟ და რეალი ნუ პსჟ ჯანდაბას ფრეც რომ იყოს არაფერი დაიქცევა პროსტა ფორმაში როარაა და ვერ მოუგებ ეგ ცუდია,, ხოლო ის ორი უეჭველი მოსაგებია რადგან ჯერ სევილიას ხდვებიან და თუ წამოკრა ფეხი შეგვეძლება 11 ქულიანი უპირატესობის დაჭერა რეალთან თუ არადა 9 ქულიანიც არაა ურიგო… დიდი ნაბიჯი იქნება ლალიგისკენ, ატლეტიკო არამგონია გაქაჩოს ბოლომდე
კანსელუს შემცვლელზეა საჩალიჩო ნელნელა, ნუნუ მენდეში დახატავდა ბარსას.
ცენტრალური მცველია მოსაყვანი საჩქაროდ, შლოტერბეკი ან ვან დე ვენი. ტოტენჰემი გავარდება სავარაუდოდ და იაფად შეიძლება ვან დე ვენის დათრევა, ფლიკის სქემას იდელაურად მოერგება, მაღალი, სწრაფი, ბურთით კარგი და თავით კარგად მოთამაშეა. შლოტერბეკიც იგივე ოღონდ ოდნავ ნელი.
მარჯვენა მცველიც მოსაყვანია რომელიც შეტევაში ავა კარგად, პოროა ჯერჯერობით საუკეთესო ვარიანტი, თან ესპანელები განსაკუტრებით ამართლებენ ბარსელონაში.
ნახევარდაცვა მოწესრიგებულია მინიმუმ 3 წელი კიდე.
შეტევაში ფორდვარდი ( ჰოლანდი ან ალვარესი) და იამალის ნორმალური შემცვლელი, რომ ხანდახან დაისვენოს მაგ ბავშვმა.
ვან დე ვენი ისეთი ტუპოია გაახანგრძლივა კონტრაქტი ტოტენჰემთან პორო იდეალური ვარიანტია 50 მილიონად დაითრევენ ზაფხულში უეჭ ეგ ვარიანტი მოწონს ფლიკსაც სხვა არაო ჰალანდი ჩემი ოცნებააა ნეტა მოვიდეს
ფეოლა აღარ წერს ბლოგებს?
გუშინ საკმაოდ იყო არგატანილი გოლები, ყველა მომენტი რო გამოგვეყენებინა 3 მაგდენი გოლი უნდა გავეტანა. რაფო რო ყოფილიყო შეიძლება იმას ჰეთტრიკი გაეკეთებინა. არ თამაშით კმაყოფილი, უბრალოდ მადა ჭამაში მოდისო და რაც მეტი გააქვთ, მით უფრო მეტი მინდა. განსაკუთრებით მადრიდის და პარიზის კარში. ბოდიში კვარასთან, მაგრამ ასეა.