ბარსა თურქული კლუბების წინააღმდე

ბარსა თურქული კლუბების წინააღმდე

"გალათასარაისთან" მატჩი გველის შემდეგ კვირას, "ბარსას" ყველა თურქულ გრანდთან უთამაშია, მაგრამ, ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "გალათასარაისთან" აქვს ჩატარებული. ბალანსი, რა თქმა უნდა, დადებითია, თუმცა, წაგებებიც ყოფილა. "გალას" ოქროს პერიოდი ალბათ გეორგი ჰაჯისა და მარიო ჟარდელს უკავშირდება. კარპატელმა მარადონამ "ბარსაში" ფეხი ვერ მოიკიდა, სამაგიეროდ, "გალას" ლეგენდად იქცა და მადრიდის "რეალსაც" ამწარებდა. ჟარდელის პიკიც "გალა" იყო, ჰქონდა შანსი "ბარსაში" ეთამაშა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "პორტუში" გაიბრწყინა, მაგრამ, რაღაც ვერ აეწყო, რაც პირველ რიგში მისი ბრალია. ტიპური ბრაზილიელი გამოდგა და საბოლოო ჯამში, ჯოვანი ელბერის დონეს ვერ ასცდა, არადა, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა. ბოლოსკენ "სპორტინგში" აღმოჩნდა და პატარა რონალდუს თავით თამაში ასწავლა. ალბათ, მისი შემხედვარე, კრიშტიანუმ იფიქრა, რომ არასდროს გაანიავებდა ტალანტს, არასდროს გახდებოდა ჟარდელივით ხელმოცარული. 

ტრაბზონსპორი

თურქულ კლუბებთან დაპირისპირების ისტორია "ტრაბზონით" იწყება თასების თასის მერვედფინალში, 1990/91 წლებში. პირველი მატჩი "ტრაბზონმა" მოიგო თურქეთში, ტრადიციულად, თურქეთში თამაში ძალიან რთულია, რადგან, იქაური ფანები ნამდვილი შეშლილები არიან, მოახერხეს და მოიგეს, კრუიფის "ბარსა" დაამარცხეს. ეს მათ ისტორიაში უდიდესი გამარჯვებაა. 

განმეორებით მატჩში კი მოხდა ის, რასაც კრუიფის "ბარსა" შვებოდა ხოლმე. "ბარსამ" 7:2 მოიგო, ეს რონალდ კუმანის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოდგა "ბარსელონურ" კარიერაში, ჰოლანდიელმა ჰეთთრიქი შეასრულა. თანაც ძალიან ლამაზი გოლები შეყარა. 

გალათასარაი

"ტრაბზონის" შემდეგ, "ბარსა" თურქულ კლუბებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებოდა, ახლა კი ევროპა ლიგაზეც შეხვდება და გამოვა, რომ თურქების პირისპირ სამ სხვადასხვა ტურნირზე ექნებათ ნათამაშები. თუ "ბარსა" და "გალა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად ხვდებოდნენ, როგორც წესი, მომდევნო წელს ეს ამბავი მეორდებოდა. მაგალითად, პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1993/94 წლებში შეხვდნენ, მეორედ 1994/95 წლებში. ამ მატჩებიდანაც კარგად ჩანს, რომ 1995 წელს "ბარსა" აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც თუნდაც ერთი წლით ადრე, კრუიფის დრიმთიმი ნელ-ნელა იშლებოდა. 

პირველ ჯერზე, თურქეთში მატჩი 0:0 დასრულდა, განმეორებით მატჩში "ბარსამ" 3:0 მოიგო. რონალდ კუმანმა ამჯერადაც გაიტანა. 

მომდევნო წელს მეტოქეებმა სამი ქულა გაცვალეს. თურქეთში "გალამ" მოიგო 2:1, ბარსელონაში კი იგივე ანგარიში დაფიქსირდა კრუიფის გუნდის სასარგებლოდ. თურქების რისხვამ, რონალდ კუმანმა კვლავ გაიტანა. 

  

მომდევნო ჯერზე ორი წლის განმავლობაში ზედიზედ 2000-იანებში გადავიკვეთეთ. კერძოდ, 2001/02 და 2002/03 წლებში. არ იყო "ბარსასთვის" საუკეთესო პერიოდი. თუმცა, 2001/02 წლების სეზონში, რივალდო-კლუივერტი-სავიოლას ტრიო არ იყო ცუდი სანახავი. უბრალოდ, რივალდოს მძიმე ტრავმები ჰქონდა და როგორც წესი, ან ფორმაში არ იყო, ან, საერთოდ არ იყო. აი, მომდევნო სეზონი უკვე მისი წასვლისა და ვან გაალის მოსვლის პერიოდია. 

"ბარსამ" სახლში ვერ მოიგო, ეგ კი არა, წაგებასთანაც ახლოს იყო, რადგან, 2:0-ს აგებდა, შემდეგ კი ტრიომ თავისი გააკეთა და სავიოლამ დუბლი შეასრულა. მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ, "გალას" კარში მონდრაგონი ჰყავდა, ძალიან კარგი მეკარე იყო, არ ვიცი როგორ ვერ მოახერხა მაღალ დონეზე თამაში, თითქოს ყველანაირი მონაცემი ჰქონდა ამისთვის. 

განმეორებითი მატჩი თურქეთში "ბარსამ" 1:0 მოიგო. ეს იყო პირველი გამარჯვება "გალათასარაის" მოედანზე. გამარჯვების გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა. 

ვან გაალის პერიოდს რაც შეეხება, ალბათ გახსოვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა კარგად ითამაშა, ჰოდა, ორივე მატჩი მოიგეს. გასვლაზე 2:0, სახლში 3:1. თუმცა, "გალაც" ნელ-ნელა სუსტდებოდა, ესეც აღსანიშნავია. 

ასე რომ, "ბარსას" ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს, ახლაც უკეთესი გუნდია და წესით ყველაფერი მარტივად უნდა დასრულდეს. 

ბეშიქთაში და ფენერბაჰჩე 

როგორც აღვნიშნე, "ბარსა" ყველა თურქულ გრანდს შეხვდა. ჯერ "ბეშიქთაში" იყო, სენსაციურად წაგებული 3:0 გასვლაზე. "ტრაბზონის" არ იყოს, ეს მოგება "ბეშიქთაშისთვისაც" ისტორიის უმდიდრესი ნაწილია. სწორედ ამ მარცხის გამო ჩარჩა "ბარსა" ჯგუფში, მართალია ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვას არავინ გაპატიებდა, მით უმეტეს, როცა ჯგუფში "მილანი" და "ლიდსი" იყვნენ. ამ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ რივალდო ბრწყინავდა, "ლიდსთანაც", "მილანთანაც", თურქებთანაც, ოღონდ სახლში. ბოლო ტურში "ბარსამ" თურქებთან 5:0 მოიგო, მაგრამ, არ აღმოჩნდა საკმარისი და მაშინდელ უეფას თასზე გადავინაცვლეთ. 

"ფენერთან" ორივე მატჩი მოვიგეთ, იმავე 2001/02 წლებში, საქმე ის არის, რომ ამ დროს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ჯგუფური ეტაპი იყო, ამიტომ, ჯერ "ფერებაჰჩე" გვყავდა ჯგუფში, შემდეგ კი "გალათასარაი". პირველ ჯგუფურ ეტაპზე "ფენერის" გარდა, "ლიონი" და "ლევერკუზენი" გვყავდა ჯგუფში. "ბარსა" პირველ ადგილზე გავიდა. ეს ტოპმიულერის "ლევერკუზენი" იყო, რომელიც საბოლოოდ ფინალში გააღწევს. "ლიონთან" მატჩში კი გრეგორი კუპეს სეივი გემახსოვრებათ, ჯერ თავისივე მცველის დარტყმული მოიგერია თავით და მერე ხარიხიდან ასხლეტილს რომ რივალდომ დაამატა იმის აღებაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეივია. 

ამ ჯგუფში "ფენერმა" საპატიო 0 ქულა დააგროვა. აი, ასეთი გუნდი იყო. დასამახსოვრებელი მხოლოდ რივალდოს გოლია. ჩემი აზრით ეს მისი საუკეთესო ჯარიმაა კარიერაში. კიდევ ბევრი ლამაზი ჯარიმა შეუგდია, მაგალითად, "მილანთან", "სელტასთან" და ა.შ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს მათ შორის საუკეთესოა. 

 

ასეთი ამბავია. თურქეთში თამაში მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ, თურქული კლუბები აღარ არიან იმ სიმაღლეზე, როგორც 2000-იანების დასაწყისში იყვნენ. თუმცა, მაშინაც კი არ ჰყოფნიდათ დონე მოსაგებად, არათუ ახლა. 

შემდეგ კვირას შევხვდებით. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 მარტი 2022 13:05
    0
    ციტატა: Fc Barca Batumi
    უახლოესი ტრადიციის თანახმად მინიმუმ 4 გოლს უეჭველი გავიტანთ!

    ორ თამაშში იყოს 4 ოღონდ არცერთი არ გავუშვათ.
    Culé [?]
    #5 4 მარტი 2022 22:31
    0
    წყნარად მოვიგებთ 🙃
    Culé [?]
    #4 4 მარტი 2022 19:17
    1
    წესით უნდა მოვიგოთ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მარტი 2022 17:18
    1
    რავი წესით წყნარად უნდა მოვიგოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მარტი 2022 16:53
    6
    მე მგონი არ უნდა წავაგოთ, გადავლა გადმოვლა არ მინდა წყნარად უხმაუროდ და დაუძაბავად მოიგონ, აქ სახლშიც ბლომად გვაქვს საქმეები. ჩემპიონობა აღარ გამოვა, მაგრამ სევილიას უნდა მოვუგოთ. მეორე ადგილი ეს ჩვენი მინიმუმია ყოველ წელს.
    ფანი [?]
    #1 4 მარტი 2022 16:45
    4
    უახლოესი ტრადიციის თანახმად მინიმუმ 4 გოლს უეჭველი გავიტანთ!