workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავისა და დე იონგის პრესკონფერენცია გალათასარაისთან მატჩის წინ

ჩავისა და დე იონგის პრესკონფერენცია გალათასარაისთან მატჩის წინ

“გალათასარაისთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ ჩავი ერნანდესი და ფრენკი დე იონგი პრესკონფერენციას მართავენ.

ფრენკი დე იონგი

“გალათასარაი” კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და დომინირება გვმართებს.

“ბარსაში” ბედნიერი ვარ. გუნდი კარგ ფორმაშია. მსურს, აქ თამაში და განვითარება გავაგრძელო.

თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, კარგად ვთამაშობთ და მომენტებს ვქმნით – ასე გაგრძელებას ვაპირებთ.

არ ვიცი, ეს ჩემი საუკეთესო ვერსიაა თუ არა. პროგრესი ყოველთვის შეიძლება. კრიტიკა არ მაწუხებს, თუმცა, ხალხი ზოგჯერ მატჩებს კარგად არ უყურებს და როცა ჟურნალისტი ამბობს, რომ ცუდი ვიყავი, მათ სჯერათ.

ჩავი ვიდეოებს მაჩვენებს, სადაც ის ასპექტებია მოცემული, რომელიც უნდა დავხვეწო – მაგალითად, პოზიციური თამაში დ ბურთის სწორად მიღება. ეს ვიდეოები ნებისმიერ კომპონენტს მოიცავს.

“ბლაუგრანაში” გადასასვლელად ყოველთვის კარგი დროა, რადგან საქმე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან გვაქვს. ჩვენი სტილით სიამოვნების მიღება ნამდვილად შეიძლება. თუ კიდევ უფრო მოვუმატებთ, მომავალ სეზონში ყველაფრისთვის ბრძოლა შეგვიძლია. 

კარგის ნიშანი არაა, როცა გუნდი 3 წელში 4 მწვრთნელს იცვლის, მაგრამ თითოეულ მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა/მაქვს. როდესაც ცუდად თამაშობ, ეს მწვრთნელების ან თანაგუნდელების ბრალი არაა – დამნაშავე შენთვითონ ხარ.

მაზრაუი ძალიან კარგი ფეხბურთელია. არ ვიცი, მაროკოელი “ბარსაში” გადმოვა თუ არა, მაგრამ ის ძალიან კარგია.

პედრი ბრწყინვალე ტალანტია. როცა ის თამაშობს, ყველაფერს მარტივად ხედავს და სრულყოფილად აკეთებს. გონსალესს თავისი ეპოქის შექმნა ნამდვილად შეუძლია.

ჩვენი შემადგენლობა ბევრი მაღალი დონის მოთამაშითაა დაკომპლექტებული. კონკურენციის არ მეშინია, რადგან ეს გუნდზეც კარგად აისახება. სასტარტოში მოხვედრა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

ბოლო მატჩების მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა.

ჩავი ერნანდესი

მატჩს მოუთმენლად ველით. ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, მაგრამ იმედით ვთამაშობთ, კარგ ფორმაში ვართ და ასე გაგრძელება გვსურს.

ჩვენი მიზანი მოგებაა. ვაპირებთ, ჩვენი სტილით თამაში გავაგრძელოთ და საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან შემდეგ თურქეთში ჩასვლა მარტივი არ იქნება. 

გუნდში უფრო ადრე რომ მოვსულიყავი, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა თუ არა? არ ვიცი. ლაპორტას ამ სიტყვებისთვის მადლობას ვუხდი. მისით აღფრთოვანებული ვარ – ჟოანი მამაცი პრეზიდენტი და ნამდვილი ლიდერია. ის თავის დავალებას იდეალურად ასრულებს.

არაუხო და გავი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. მათი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კლუბი კარგად მუშაობს – პრიორიტეტი სწორედ ესაა. ზოგჯერ მოლაპარაკებები იწელება. ვიმედოვნებთ, შეთანხმება შედგება – ვფიქრობ, ეს უბრალოდ დროის ამბავია.

დომენეკ ტორენტი (“გალათასარაის” მწვრთნელი) ჩემი მეგობარია. ყატარში საკუთარ სავარჯიშო სესიებს ერთად ვუყურებდით. მისი სტილი ჩვენსას ძალიან ჰგავს. ტორენტს დრო სჭირდება, მაგრამ კარგად მუშაობისთვის აუცილებელი უნარები აქვს.

“ბარსას” ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად არ მივიჩნევ, რადგან ევროპა ლიგას არ ვიცნობთ – ეს გამათამაშება არასდროს მოგვიგია. დარწმუნებული ვარ, ჩვენზე დიდი ფავორიტი “სევილიაა”. რა თქმა უნდა, ჩვენც კანდიდატებს შორის ვართ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. თითოეული მატჩი გამოცდაა.

ხვალ სასტარტო თერთმეტეულში ცვლილებები იქნება. ზოგი ფეხბურთელი დაღლილია, რადგან ბევრი ითამაშა. შეტევასა და ნახევარდაცვაში საკმაო არჩევანი მაქვს, რითაც უნდა ვისარგებლო.

მესი არამარტო “სანტიაგო ბერნაბეუზე”, არამედ ყველგან საოცრებები ჩადიოდა. დიახ, “რეალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩს ვუყურებ. ლეოსა და ნეიმარს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. 

კონკურენცია ტერ შტეგენისთვის? ეს ყველას სჭირდება, რადგან თითოეული ჩვენგანი პროგრესს განიცდის. როცა გვერდზე გაიხედავ და შეამჩნევ, რომ სხვა შენზე უკეთ გამოიყურება, მოტივაცია გემატება.

კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი რამ შევცვალეთ. კუმანს განსხვავებული ფილოსოფია ჰქონდა, მისმა შეცვლამ კი დრო წაიღო. გუნდი საგრძნობლად განვითარდა, მაგრამ ყველაფერი სრულყოფილად ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია.

იმ მოთამაშეებისთვის სკამზე დასმა, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ, ძალიან მიჭირს – მაგალითად: ბრეითუეიტი, პუჩი, მინგესა და გარსია… იმის თქმა შემიძლია, რომ მათ გულმოდგინედ მუშაობა უნდა განაგრძონ.

“ბარსაში” ტრანსფერისთვის ყოველთვის კარგი დროა, რადგან “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ვიმეორებ, არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ამბობდა, რომ “ბლაუგრანასთვის” თამაში არ სურს.

ჰოლანდი? როცა მოთამაშესთან საუბრის საშუალება გაქვს, მას კლუბში არსებულ სიტუაციას, სათამაშო სტილსა და სავარჯიშო მოდელს აცნობ. მინდა, ერლინგმა იცოდეს, რომ “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესოა, ქალაქი კი – შესანიშნავი. არ მინახავს მოთამაშე, რომელიც კატალონიურ გრანდს უარით ისტუმრებდა.

კუმანი გაბედული მწვრთნელი იყო – მან ახალგაზრდებს, რომლებმაც გუნდში თავიანთი ადგილი მოიპოვეს, შანსი მისცა. რონალდზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ, მისი და პრეზიდენტის ურთიერთობა ჩემი საქმე არაა.

დანი ალვესი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. მისი მუშაობა დიდ ქებას იმსახურებს. ბრაზილიელი კაპიტანია, კაპიტნის სამკლავურის გარეშე. დანის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სეზონის ბოლოს ვიმსეჯელებთ და არა ახლა.

ინიაკი პენიამ წასვლით ძალიან თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მას აქ რთული ვითარება ჰქონდა და გვითხრა, რომ თამაში სურდა. ინიაკი ძალიან კარგად გამოიყურება და ვგეგმავთ, აქ დავაბრუნოთ.

ანსუ გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. ვნახოთ, ფატი ჯგუფთან ერთად ვარჯიშს მალე დაიწყებს თუ არა.

ლა ლიგა? არაფერს გამოვრიცხავთ. ეს რთული იქნება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია. “რეალი” ქულებს აგროვებს, ისევე, როგორც ჩვენ, თუმცა, დრო მათზე მუშაობს. ვიმეორებ, ჩემპიონობა რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 მარ 2022, 18:52
    #6

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ჩემი აზრით კამპ ნოუზე ისე უნდა მოვუგოთ რომ ფურქეთში აუღელვებლად ჩავიდეთ

    პენიას დაბრუნებაზე თუ მართლა ფიქრობს ნეტა შგეგენთან როტაციაში გამოცდის?


    არამგონია პენია მაინც ახალგაზრდაა თან გამოუცდელი

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 მარ 2022, 17:59
    #5

    ჩემი აზრით კამპ ნოუზე ისე უნდა მოვუგოთ რომ ფურქეთში აუღელვებლად ჩავიდეთ

    პენიას დაბრუნებაზე თუ მართლა ფიქრობს ნეტა შგეგენთან როტაციაში გამოცდის?

  • nika 54
    schedule 09 მარ 2022, 17:16
    #4

    ბოლო მატჩების მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა.
    ეხლა აუცილებელია ეს თვითდაჯერება არ დაკარგონ, ეს თვითდაჯერება დაგვეხმარა ელჩესთან თამაშში, სადაც ყურები რო ჩამოეყარათ გაშვებული გოლის შემდეგ, მოგებას ვეღარ მივაღწევდით.

  • serafime
    schedule 09 მარ 2022, 16:57
    #3

    Შინ მარტივად უნდა მოვუგოთ, ისეთ ფორმაში ვართ. არანაირი წაგება ან ფრე მხოლოდ მოგება❤️

  • Tornike Zarkua
    schedule 09 მარ 2022, 16:20
    #2

    შენც შეგიძლია ეპოქის შექმნა, შენც!

  • kanja
    schedule 09 მარ 2022, 16:06
    #1

    აქმდე ვინ გიშლიდათ?.. შინ და გარეთ სულერთია…