workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საგოლე მანქანა შეუჩერებელია

საგოლე მანქანა შეუჩერებელია

bolt მოკლედ
"გალათასარაისთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (4-1), "ბარსელონას" საგოლე მანქანა სრული სიმძლავრით აგრძელებს მუშაობას: 10 მატჩში 43 გოლი, ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში 9 ბურთი და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ევროთასებზე 27 შეხვედრაში გატანილი 80 გოლი. "ბლაუგრანამ" ზედიზედ რვა შეხვედრაში მინიმუმ სამი გოლის გატანა შეძლო, რაც 1942 წლის შემდეგ კლუბის საუკეთესო შედეგია.

მორიგი სამი ქულა და მორიგი ოთხი გოლი “ბარსელონასთვის”: სტამბოლში “გალათასარაისთან” ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (4-1), ჰანსი ფლიკის გუნდის შემტევი მანქანა შეუჩერებელ ტემპში განაგრძობს სვლას. სანაკრებო პაუზის შემდეგ კატალონიელებმა ბრწყინვალე შედეგიანობა შეინარჩუნეს – შაბათს ლა ლიგაში “ხეტაფეს” კარში გატანილ სამ ბურთს თურქეთში კიდევ ოთხი დაემატა.

ცხრა გოლი ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” ტურნირის საწყის ორ შეხვედრაში უკვე 9 გოლი გაიტანა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ეს მხოლოდ მერვე შემთხვევაა, როდესაც რომელიმე გუნდმა პირველ ორ ტურში ამ რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა.

თავად “ბლაუგრანასთვის” კი ეს ისტორიაში მხოლოდ მეორე შედეგია: მსგავსი მაჩვენებელი კატალონიელებს 2016/17 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც ჯერ “სელტიკი” გაანადგურეს (7-0), შემდეგ კი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” სძლიეს (2-1).

80 ევროპული გოლი ფლიკთან ერთად

2024 წლის ზაფხულში ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სულ რაღაც 27 მატჩში უკვე 80 გოლი გაიტანა. ეს საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის სამი გოლია – აბსოლუტური ისტორიული რეკორდი იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც ერთ გუნდში 20-ზე მეტი ევროპული მატჩი ჩაუტარებიათ.

გარდა ამისა, “გალათასარაისთან” დაპირისპირება გახდა პირველი შემთხვევა კლუბის ისტორიაში, როდესაც “ბარსამ” თურქეთის მიწაზე ერთ მატჩში ოთხი გოლი შეაგდო.

10 მატჩი, 10 მოგება და 43 გოლი

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში “ბარსელონას” 10 გამარჯვება და 43 გატანილი გოლი დაუგროვდა. ეს საუკეთესო მონაგარია 1926/27 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ლეგენდარულმა გუნდმა პირველ 10 ოფიციალურ მატჩში 47 ბურთი გაიტანა.

ჯადოსნური სამიანი: 1942 წლის შემდეგ პირველად

კიდევ ერთი გასაოცარი სტატისტიკური ნიშნული: “ბლაუგრანამ” ბოლო რვა ოფიციალურ შეხვედრაში მინიმუმ სამი ან მეტი გოლი გაიტანა. მსგავსი შედეგი კლუბს 1942/43 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც გუნდმა ზედიზედ ცხრა შეხვედრაში შეძლო მინიმუმ სამი გოლის გატანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი