MD: "ბარსელონას" პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის გაფორმებაა

MD: "ბარსელონას" პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის გაფორმებაა

"ბარსელონამ" პრიორიტეტად ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება დაისახა და ამ პოზიციაზე ფავორიტი "დორტმუნდის" ახალგაზრდა ცხრიანი, ერლინგ ჰოლანდია.

თუმცა, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 20 წლის ნორვეგიელის ფასი 2022 წელს 75 მილიონ ევრომდე დაეცემა, გერმანული კლუბი ამ წელს, მის სანაცვლოდ, ასტრონომიულ თანხას მოითხოვს.

თუ "დორტმუდნი" შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას შეძლებს, მათთვის ჰოლანდის შენარჩუნება რთული იქნება. "ბლაუგრანა" კი სხვა ევროპულ გიგანტებთან, ფინანსური კუთხით, კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს, თუმცა ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, "დორტმუნდი" მიიჩნევს, რომ ჰოლანდი შემდეგ სეზონში გუნდში არ დარჩება და გეგმავს, რომ "სოსიედადის" შვედი თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკი დაიბრუნოს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 30 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 29 მარტი 2021 12:32
    0
    " ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს."
    დიდი ბოდიში ლაპორტასთან, მაგრამ რაიოლამ რაო, საკომისიო არ მინდა ძმაო ის გაგიხერხებ მაგ საქმესო. საერთოდ ეს ლაპარაკები ნელ ნელა ნეიმარის საგას ემსგავსება. სამი წელი რო არ დამთავრდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 მარტი 2021 00:14
    0
    დორტმუნდი მოხვდება იმედია ლიგაზე და არ წამოვა ეს წელსვე.2022.ში კიდე მაგარი ომი წავა ამისთვის და მანდ უნდა გამოვიყენოთ ლაპორტას და რაიოლას კარგი ურთიერთობა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 29 მარტი 2021 00:10
    0
    180 მილიონი ძალიან ბევრია
    ფანი [?]
    #9 28 მარტი 2021 23:14
    0
    180 მილიონად კილიან მბაპეს მოვიყვანდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 მარტი 2021 22:29
    1
    კაი ბიჭო ჯერ სად არის 180 მილიონი ? laughing laughing და რომც იყოს ამას მე მბაპე მირჩევნია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 მარტი 2021 22:13
    0
    ჯერ ეს ერთი ძალიან ძვირად აფასებენ მეპროცენტე გერმანელები. ერთი წლის მერე მესამედი იქნება ამის ფასი და თუ რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს ლაპორტას მომავალი წლისთვის დაჯავშნოს, დაითანხმოს
    ფანი [?]
    #6 28 მარტი 2021 17:54
    0
    შესაძლებელია მისი მოყვანა არაფრისმაქნისები უნდა გავყიდოთ ჯერ
    Culé [?]
    #5 28 მარტი 2021 16:07
    2
    უმტიტი - 15
    ლენგლე - 25-30
    ფირპო - 20
    კოუტინიო - 40
    ნეტუ - 10-15
    ბრეიტვეიტი - 15
    პიანიჩი - 25
    ფერნანდესი - უფასოდ
    გრიზმანი - 50

    ჯამში: 210

    ვალი:
    კოუტინიოს 48
    გრიზმანის 72
    პიანიჩის 45
    ბრეიტვეიტის 11
    ჯამში: 176

    სახელფასო ბიუჯეტი გამონთავისუფლდება 63მ-ით

    შეიძლება გავყიდოთ: ალენია, ემერსონი ან რობერტო და ტოდიბო. ჯამში 1. 52 მ 2. 70 მ

    ეს თანხაც რომ დავუმატოთ იმ 210ს: 262-280 გამოდის ამას სახელფასოც დავუმატოთ და 325-343ი გამოვა.
    ვალის გასტუმრება გადათამაშდება, ისევე როგორც ამათი გაყიდვა, აბა პირდაპირ მყიდველი ამ კრიზისის დროს ვინაა.
    რეალობა ისაა რომ შემოსავალს ვალი რომ გამოვაკოლოთ 150-167 მაინც გვრჩება.
    ჰალანდს 180 უნდა რაც თავის მხრივ ისევ გადათამაშდება ნაწილი ფიქსირებული გადასახადი იქნება ნაწილი ბონუსები.
    ერთი სიტყვით მთლად კატასტროფულ სიტუაციაშიც არ ვართ. ვალი დიდია მაგრამ ტონა ფეხბურთელებია გასაყიდი.
    ეს გადათამაშება ლაპორტაზეა დამოკიდებული, ისიც საკითხავია ამდენ ფეხბურთელს ამ ერთ სეზონში მალე როგორ ამოვყიდით, თუმცა ვფიქრობ არ გავკოტრდებით მაინც.
    დორტმუნდი არ მოითხოვს 180ს ეგ ტყუილია, მაგდენს ვერავინ გადაიხდის, მითუმეტეს რომ მომავალ წელს 75 ხდება გამოსასყიდი და ალბათ ყველა მაგას დაელოდება, შესაბამისად მოუწევთ 120- 130ზე შეჯერება.
    ბარსას ვალიანი ფეხბურთელების მიღმა შეუძლია 95+52-70ის აღება ამას დამატებული მათი ხელფასებიც - 25მ. ჯამში: 182
    ერთი სიტყვით შეუძლებელი არაფერია.
    ბარსას იმის რესურსი აქვს რომ ჰოლანდი შეიძინოს მაგრამ გააჩნია ფიქსირებულს და ბონუსებს რამდენს მოითხოვენ ასევე ხელზე და ვალად როგორ გადანაწილდება.
    Culé [?]
    #4 28 მარტი 2021 15:58
    0
    არ დაიჯეროთ, ლოგიკურად დაფიქრდით, გუნდი კრიზისშია და 180 მილიონს როგორ გადაიხდის. მაშინ მარტო ამისთვის 6-7 კაცი უნდა გაუშვან რაც ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუძლებელია. თან გუნდს ზამენებიც ხომ სჭირდება. ამ ეტაპზე მირჩევნია უფასო ტრანსფერები გააკეთონ ალაბას, გარსიას, დეპაის სახით და ლენგლე, უმტიტი, ბრეითვეითი და დემბელე როგორმე გაასაღონ. ხელფასებს მაინც დაზოგავენ და ახალგაზრდებისათვის ადგილი გაჩნდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 მარტი 2021 14:56
    3
    2022 წელს დაგვიხატავენ ამას თუ მოყვანაა ზაფხულშივე უნდა მოვიყვანოთ თუ არადა სამუდამოდ დავკარგავთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 მარტი 2021 14:49
    1
    ხელფასი რამდენი უნდა ვუხადოთ? აი გრიზმანს უფრო მეტი აქვს ხელფასი ვიდრე რონალდუს
    [?]
    #1 28 მარტი 2021 14:44
    0
    ისაკი გამოვისყიდოთ და ტრანსფერში ჩავრთოთ. თუ იუარეს და ეს ისაკი გამოგვადგება აქვს პოტენციალი. 30 არაა დიდი თანხა თუ დავყიდეთ ხალხი.