ოსკარ მინგესა: პუიოლთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია
CAT Radio-სთან ინტერვიუში "ბარსას" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ოსკარ მინგესამ, მის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა "უესკასთან" მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
"ჩემი ამბავი ასეთია. ვთამაშობდი ბ გუნდში და მოვიაზრებდი, რომ სათამაშო დროის მისაღებად იჯარით "მალაგაში" წასვლა უმჯობესი იქნებოდა."
"როდესაც ახალგაზრდა ხარ, უპირველასად სწორედ სათამაშო დროს ითხოვ. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჩემი ისტორიის სხვა ფეხბურთელებთან შედარება ნამდვილად არ მომწონდა."
"მიუხედავად ამისა, როდესაც პუიოლის მსგავს ადამიანს გადარებენ, უდიდესი პატივია. იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა მან კლუბისათვის, როგორი ადამიანი და კაპიტანი იყო. მის შესახებ მე ყველა დიდი სიამაყით მიყვებოდა."
ოსკარ მინგესას კონტრაქტს ვადა 31 მაისს ეწურება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ "ბარსელონა" 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]