ოსკარ მინგესა "ფერენცვაროშთან" თამაშის შემდეგ
- 3-12-2020, 03:13
-
DaviD_ViLLa_7
- 8

"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ოსკარ მინგესამ "ფერენცვაროშთან" შეხვედრის (0-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კვლავ "ბარსელონა ბ-ს" ფეხბურთელი ვარ. ეს ვიცი, თუმცა, შევეცდები პირველ გუნდს დავეხმარო იმაში, რაშიც სჭირდება. ვამაყობ, რომ მსოფლიოში საუკეთესოსთან თამაშის შესაძლებლობა მაქვს. თითოეული წუთით ვისარგებლებ.
პირველ გუნდში ყოფნა პატივია. ეს საოცარი გრძნობაა. ბოლო 3 თამაში შესანიშნავი იყო.
ძალიან კარგად ვმოქმედებთ ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ლა ლიგაში იგივე უნდა გავაკეთოთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
რა თქმა უნდა, კუმანმა რაღაცები შემისწორა. ის ცდილობს ყველა ჩვენგანს მითითებები გუნდის სასარგებლოდ მისცეს. გავაუმჯობესებ იმას, რაც საჭიროა.
მართალია, რომ 3 გოლის გატანის შემდეგ ცოტა მოვდუნდით, მაგრამ, საერთო ჯამში, ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]