ბერნდ შუსტერი: ბარსელონას სწორედ მესის გოლები სჭირდებოდა
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ბერნდ შუსტერმა ლა ლიგის 27-ე ტურში "უესკასთან" გამართული მატჩის (4-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მესის გოლები ისაა, რაც "ბარსელონას" სჭირდებოდა.
"ბარსამ" დაცვაში კარგად ვერ ითამაშა. "უესკას" აშკარა მომენტები ჰქონდა, მაგრამ გაუგებარი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
აგუერო? სერხიოს მესისთან ერთად "ბლაუგრანაში" სიამოვნებით ვიხილავდი.
- ციტირებს შუსტერის სიტყვებს Onda Cero.
მესიმ გუშინ ბრწყინვალედ ითამაშა. არგენტინელმა ვარსკვლავმა "უესკასთან" შეხვედრაში ორი ფანტასტიკური გოლის გატანა მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]