დე იონგის შესანიშნავი სტატისტიკა უესკასთან მატჩში
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გუშინ "უესკას" წინააღმდეგ მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა.
WhoScored-ს თუ დავუჯერებთ, 23 წლის შუახაზელმა გუშინდელ მატჩში 86 პასი შეასრულა, რომელთაგან 85 ზუსტი აღმოჩნდა. ფრენკიმ პასის 99%-იანი სიზუსტე დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც თამაში სასტარტოში დაიწყეს.
დე იონგის დეტალური სტატისტიკა "უესკას" წინააღმდეგ ასეთია:
- 63 წუთი
- 90 ბურთზე შეხება
- 85/86 პასი (99% პასის სიზუსტე)
- 1 მოგიერიება
- 1 ვარდნა
- 1 მოგებული ორთაბრძოლა
- 2 ზუსტი გრძელი პასი
- 1 დარტყმა
აქვე დავძენთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ ზუსტ პასს სწორედ ფრენკი დე იონგი აკეთებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]