რონალდ არაუხოს მორიგი ბრწყინვალე თამაში

რონალდ არაუხოს მორიგი ბრწყინვალე თამაში

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ გუშინ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "რაიო ვალიეკანოსთან" მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, რაც იმაზე მიუთიღებს, რომ ურუგვაელი ნელ-ნელა დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ხდება.

Mundo Deportivo-ს სტატისტიკის მიხედვით, არაუხო გუშინდელ მატჩში არცერთხელ არ დაჯარიმებულა. ამასთანავე, ურუგვაელ მცველს დრიბლინგით მეტოქე გუნდის არცერთი ფეხბურთელი არ გასცდენია.

21 წლის მოთამაშე გამორჩეული იყო პასების მხრივაც. ახალგაზრდა უკანახაზელმა კატალონიელთა მხრიდან ყველაზე მეტი გადაცემა (74) გააკეთა.

რონალდ არაუხოს სტატისტიკა "რაიოს" წინააღმდეგ:

  • 90 წუთი
  • 95 ბურთთან შეხება
  • 74/86 ზუსტი პასი
  • 86% პასის სიზუსტე
  • 6/14 ზუსტი გრძელი პასი
  • 1/2 მოგებული ორთაბრძოლა
  • 6/6 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა
  • 2 ბურთის გამოტანა
  • 2 დაბლოკილი დარტყმა
  • 2 ჩაჭრა


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 იანვარი 2021 22:33
    1
    ცხოველია ეს ოხერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 28 იანვარი 2021 17:20
    3
    მხეცი გვყავს ამის სახით, უმტიტი კარგი მეწყვილე იქნება ამისთვის, ან ვინმე გამოცდილი, რომელიც მითითებებს მისცემს და "გაზრდის" უფრო. ამას კიდე ლენგლე ყავს გვერდით, რომელსაც იქით სჭირდება სწავლება და მაინც მაგარი სტატისტიკა აქვს და არა მარტო სტატისტიკა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 იანვარი 2021 17:18
    0
    ამას არავინ გაცდენია და ლენგლეს ჩაუქროლეს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 იანვარი 2021 16:40
    2
    სანამ ლენგლე ეყოლება გვერდზე სულ პრესში იქნება პიკე დაბერდა მაგრამ განვითარებისთვის პიკესთან ერთად თამაში უკეთესია ალბათ უმტიტი რას იზავს ტრავმების მხრივ ჯერ კიდევ კაცი შვილმა არ იცის მოკლედ ჯერ მარტოა დაცვის ცენტრში თან კლუბი ფინანსურ კრიზისშია და არა მგონია ვინმეს მოყვანა შეძლონ უფასოდ კიდევ ვინც არის ბაზარზე კი ვხედავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 იანვარი 2021 16:32
    1
    კორპუსს იყენებს ძალიან კარგად, რკინასავით დგას, ვერავინ ეკარება.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ფანი [?]
    #5 28 იანვარი 2021 16:28
    1
    ამას რომ ერთი გამოცდილი მცველი ედგას გვერდით უფრო ბევრს ისწავლიდა ახალგაზრდაა ჯერ აწი სჭირდება განვითარება და სწავლა პარტნიორისგან მარა ლენგლესგან რასისწავლის კარგს, არასაჭირო ჯარიმის აღებას და თხასავით ბურთთანმობყობას. პიკე რომყავდეს გვერდით უფრო გაიზრდებოდა. უმტიტთანერთად სასწაულ დუეტს შექმნიდა არაუხომარა ვერ დალაგდა "შავი მალდინი"
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    ფანი [?]
    #4 28 იანვარი 2021 15:21
    7
    ახლა მთავარია უმტიტის ფორმის აღდგენითი პროცესი სწორად განვითარდეს და მალე ძალიან მაგარი დაცვის ცენტრი გვეყოლება
    Culé [?]
    #3 28 იანვარი 2021 15:21
    8
    ბარსას გასაცოდავებული დაცვის ხელში სულ რომ არ დაჯარიმდება მცველი სასწაულია ჩემი აზრით. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა არაუხოსგან ერთ-ერთ საუკეთესო მცველს მივიღებთ მსოფლიოში სავარაუდოდ heart_eyes
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 28 იანვარი 2021 15:07
    6
    ჰოდა ძალიან მალე მიუჩენს იმ პირდაღებულ ლანგლეს სათადარიგოთა სკამზე ადგილს, ანუ იქ სადაც არის მისი ადგილი უკვე დიდი ხანია.
    Culé [?]
    #1 28 იანვარი 2021 14:55
    12
    ბრწყინვალედ თამაშობს.💜 მომავალი დაცვის ლიდერი ხდება. მოხოდილი უმტიტი უნდა გვერდით ან უპამეკანოც მომწონს ისიც ძლიერია ფიზიკურად და ტექნიკაც აქვს. გარსია ვაფშე არ გვინდა.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "