დააყენე შენი შემადგენლობა "ოსასუნასთან" მატჩისთვის

დააყენე შენი შემადგენლობა "ოსასუნასთან" მატჩისთვის

ამაღამ, 00:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში "ბარსელონა" "ოსასუნას" სტუმრად დაუპირისპირდება.

შენ შეგიძლია თავი "ბარსელონას" მწვრთნელად წარმოიდგინო და სასურველი თერთმეტეული დააყენო. ვინაიდან წინა შეხვედრებში კუმანმა გუნდის ფორმაცია შეცვალა, ჩვენს 2 ვარიანტს გთავაზობთ - 3-5-2 და 4-3-3.

არჩევანის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ როტაცია და ფეხბურთელების გადაღლილობა.

მატჩამდე მცირე ხნით ადრე მომხმარებლების საერთო სასტარტო შემადგენლობას საიტზე გამოვაქვეყნებთ და ვნახავთ, რამდენად დაემთხვევა ჩვენი აზრი რონალდ კუმანისას.

არჩევანის გაკეთებაში შესაძლოა ჩვენი მატჩისწინა მიმოხილვა დაგეხმაროს.

გამოკითხვა დასრულდა. იხილეთ შედეგები.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 მარტი 2021 21:44
    0
    პიკეს ნაცვლად კუმანი დადგეს თუ უნდა, მთავარია 3 ქულა და ნერვები არ გამინადგურო დღეს.
    წევრი [?]
    #11 6 მარტი 2021 17:36
    2
    მორიბა და პუჩის დუო მინდა 😍
    ფანი [?]
    #10 6 მარტი 2021 17:15
    0
    El pistolero 9,
    კი და დე იონგი მორიბა პუჩის ტრიო დააყენოს, კარგი იქნება მგონი
    ფანი [?]
    #9 6 მარტი 2021 17:07
    0
    ვინც ბილეთებს წერს ყვითლების მეტობა წამოვა დღესს ;დდდდდ მესის ბარათს კაი კუში ექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 მარტი 2021 16:52
    0
    Always cule,
    პედრიმ უნდა დაისვენოს პირველ რიგში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #7 6 მარტი 2021 15:49
    0
    ციტატა: GRIEZMAN✓™
    ციტატა: Always cule
    ბუსკეცი და დე იონგი რო დაასვენოს კარგი იქნება

    დეიონგს ყვითელი აქ მისაღები დღეს უნდა იყოს


    ა ხო ეგ ეგ სულ გადამავიწყდა, ათამაშოს მაშინ სჯობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მარტი 2021 15:38
    2
    დასვენება მეორე ტაიმში, ყველაზე ძლიერები მინდორზე, მოიგონ პირველი ტაიმი 2 ბურთით და მერე თუ უნდა 5 კაცი დაასვენოს.

    საერთოდ რა დასვენება უნდათ, რა პსჟ-თან ქამბექისთვის მიდიან? მიხედონ ლა ლიგას და თასს , იქნებ რამე ტიტული ავიღოთ წელს. დასვენება პსჟ-თან. გაუშვან ახალგაზრდები იქნებ დაინდონ იმ უჯიშოებმა და აღარ გააბითურონ ბოლომდე.
    Culé [?]
    #5 6 მარტი 2021 15:32
    2
    3 ქულა წამოიღეთ და თუ გინდა მწვრთნელ ექიმებ ბორდის შტაბი ათამაშეთ laughing დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამსო laughing laughing laughing laughing
    Culé [?]
    #4 6 მარტი 2021 15:26
    1
    ციტატა: Always cule
    ბუსკეცი და დე იონგი რო დაასვენოს კარგი იქნება

    დეიონგს ყვითელი აქ მისაღები დღეს უნდა იყოს
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    ფანი [?]
    #3 6 მარტი 2021 15:07
    0
    შტეგენი
    დესტი მინგესა უმტიტი ალბა
    დე იონგი
    პუჩი მორიბა
    ტრინქაო მესი გრიზმანი
    ფანი [?]
    #2 6 მარტი 2021 14:57
    0
    ბუსკეცი და დე იონგი რო დაასვენოს კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 მარტი 2021 14:41
    0
    ტერშტეგენი
    დესტი.მინგესა.ლენგლე.ალბა
    ბუსკეტსი
    პიანიჩი.დეიონგი
    მესი.გრიზმანი.დემბელე