პირველი გასვლითი გამარჯვების მოლოდინში

პირველი გასვლითი გამარჯვების მოლოდინში

სეზონის დაწყებიდან, 2 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ “ბარსელონას” მეტოქის მოედანზე გამარჯვება კვლავ არ აქვს მოპოვებული.

2021/22 წლების სეზონში “ბარსას” “კამპ ნოუზე” რვა მატჩი აქვს ჩატარებული, სტუმრად კი – ოთხი. ამ ოთხი თამაშიდან კატალონიელებმა ორი წააგეს, ორი კი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 1-6. ერთადერთი გოლი, რომელიც მემფის დეპაის ანგარიშზე, “ბილბაოსთან” შეხვედრაში გავიდა. მას მოჰყვა უგოლო ფრე “კადისთან”, და ორი ზედიზედ ძალიან მძიმე მარცხი, ჯერ “ბენფიკასთან” 0-3, შემდეგ კი “ატლეტიკოსთან” 0-2.

სეზონის პირველი 4 საგარეო მატჩი მოუგებლად “ბარსას” 1998/99 წლების სეზონის შემდეგ არ ჩაუტარებია. მაშინ, “ბარსელონას” ლუი ვან გაალი წვრთნიდა, რონალდ კუმანი კი მისი ასისტენტი გახლდათ.

დღეს, “ბარსელონა” “ვალიეკასზე” “რაიო ვალიეკანოს” დაუპირისპირდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    27 ოქტ 2021, 20:24

    როგორ ვან გაალს ვერ უნდა აჯობოს კუმანმა, კაცს დაგინებული აქვს ყველა რეკორდა ანტით უნდა დაიწყოს ჩემს მწვრთნელობაშიო და ახლა ამ მომენტს გამაზავს.

  • Clever liar
    27 ოქტ 2021, 19:05

    ციტატა: MeMpiS..
    აიაქსი დაფრინავს ამ ეტაპზე ასე რომ დააბალანსებს


    მომეშვა გულზე :))

  • EL MAESTRO 6
    27 ოქტ 2021, 16:38

    ციტატა: Clever liar
    "პირველი გასვლითი გამარჯვების მოლოდინში" ბარსელონას "რაიო ვალეკანოსთან" 2.0 აქვს კუში და ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილში რაიო ბლაუგრანაზე 1 საფეხურით მაღლა, მე-8 პოზიციას იკავებს + გატანილი ბურთების უკეთესი შეფარდებით.. (რაიო 17-12) ბარსა (15-10)
    აბა თუ გამოიცნობთ რამდენჯერ კვდება ახლიდან ამ ქვეტექსტში ცხონებული კრუიფი 🙁


    აიაქსი დაფრინავს ამ ეტაპზე ასე რომ დააბალანსებს

  • Clever liar
    27 ოქტ 2021, 15:55

    "პირველი გასვლითი გამარჯვების მოლოდინში" ბარსელონას "რაიო ვალეკანოსთან" 2.0 აქვს კუში და ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილში რაიო ბლაუგრანაზე 1 საფეხურით მაღლა, მე-8 პოზიციას იკავებს + გატანილი ბურთების უკეთესი შეფარდებით.. (რაიო 17-12) ბარსა (15-10)
    აბა თუ გამოიცნობთ რამდენჯერ კვდება ახლიდან ამ ქვეტექსტში ცხონებული კრუიფი 🙁

  • nikusha
    27 ოქტ 2021, 13:12

    დღეს უნდა გატყდეს ნავსი! რეალთან წავაგეთ კამპ ნოუზე 1-2 და შემდგომ რაიოს ვხდებოდით მაშინაც და 0-7 მოვუგეთ გასვლაზე 2012წ და იმედია დღესაც გაგვახარებენ ბიჭები ნუ ამხელა ანგარიშს არ ველოდები მაგრამ ორბუთიანი/სამბურთიანი სხვაობით მოგება სრულიად შესაძლებელია. მოგება იყოს რას დავეძებთ და ჯანდაბას იყოს ერთბურთიანიც