workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰამზა აბდელკარიმის ოფიციალური დებიუტი ბარსელონაში

ჰამზა აბდელკარიმის ოფიციალური დებიუტი ბარსელონაში

“ბარსელონას” პირველი გუნდის დებიუტანტთა სიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი შეემატა. წინასასეზონო ეტაპზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშისა და 4 გატანილი გოლის შემდეგ (რითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა), ჰამზა აბდელკარიმისთვის 2026 წლის 31 აგვისტო და “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრა სამუდამოდ დასამახსოვრებელი დარჩება.

დამსახურებული შანსი ჰანსი ფლიკისგან

ახალგაზრდა ეგვიპტელმა ფორვარდმა წინასასეზონო მზადებასა და ყოველდღიურ ვარჯიშებზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღო. ის მატჩის მიწურულს მოედანზე რაფინიას ნაცვლად შევიდა და მინდორზე იმყოფებოდა მაშინ, როცა კატალონიელებმა მეხუთე გოლი გაიტანეს და გამარჯვება საბოლოოდ გაიფორმეს.

აბდელკარიმისთვის, რომელიც კლუბს გასულ სეზონში იჯარით შეუერთდა, ამ ზაფხულში კი სრულფასოვანი ტრანსფერით გაიფორმა “ბარსელონამ”, ბოლო თვეები მოვლენებით ძალიან დატვირთული გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახეს და მუნდიალზე რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა. პრაქტიკულად უშვებულებოდ დაბრუნების შემდეგ კი გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდა და 4 გოლი გაიტანა.

პირველი ეგვიპტელი “ბარსელონაში”, მესამე – ლა ლიგის ისტორიაში

“რაიო ვალეკანოსთან” მიღებული წუთებით ჰამზა გახდა პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში ითამაშა.

ამასთან, ის მთელი ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამე ეგვიპტელია:

  1. მიდო – “სელტას” ყოფილი თავდამსხმელი;
  2. ჰაისემ ჰასანი – რომელიც გასულ სეზონში “ოვიედოში” თამაშობდა;
  3. ჰამზა აბდელკარიმი – “ბარსელონა”.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:12
    #7

    ამის თვალები არ დამავიწყდება რაიოსთან ბოლო წუთებზე, რა ნაღვლიანი თვალებით უყურებდა მოედანს, რას ერჩი შემოუშვეს და ერთ წუთში ყვითელი შეტენა მოწინააღმდეგეს. ერთადერთი ამ თამაშში.

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 12:20
    #1

    აუფ ბოლო დღე ყოფილა სატრანსფერო ფანჯრის,დავრჩით მცველის გარეშე დავიჯერო?

    • Vakho77
      Vakho77 ახალბედა
      schedule 01 სექ 2026, 13:50
      #2

      ბოლო არაა მეგობარო,2 სექტემბრამდეა.

      • cruyff9
        cruyff9 ლეგენდა
        schedule 01 სექ 2026, 13:52
        #3

        ამაღამ 2 საათზე იხურება

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 01 სექ 2026, 14:33
      #4

      რთული იქნება მაგარი. თუ გაახერხეს ხო კაი,თუ არა და ზამთარში მოიყვანენ იმედია.

      • Pet27Ree
        Pet27Ree ახალბედა
        schedule 01 სექ 2026, 14:48
        #5

        ინასიო თუ მოიყვანეს მაგრად გაასწორებს ან ლუკება,აქედან რომელიმე მოვიდეს და მერე ლიგაზე ჩვენ ვიცით.

        • ☠️•Spooky•☠️
          ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
          schedule 01 სექ 2026, 18:31
          #6

          ბაზარი არაა,პროსტა მაშინ განაღდებული უნდა იყოს უკვე და თუ გამოაცხადებენ. არც ეგაა გასაკვირი,ესენი ძაან წიომნად მუშაობენ მარა რავიცი.არაფერი იწერება. ნეტა მართლა მოიყვანონ მაგ ორიდან ერთი და მერე მოგვასკდნენ მართლა