workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: გაბრიელ ჟეზუსი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: გაბრიელ ჟეზუსი ბარსელონას ფეხბურთელია

bolt მოკლედ
გაბრიელ ჟეზუსი ოფიციალურად "ბარსელონას" ფეხბურთელია. 29 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კატალონიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულებამ კი 10 მილიონი ევრო შეადგინა.

გაბრიელ ჟეზუსი ოფიციალურად “ბარსელონას” მოთამაშე გახდა. კატალონიურმა კლუბმა 29 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერი ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

ლონდონის “არსენალთან” მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტრანსფერის თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა, ფეხბურთელმა კი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სამხრეთ ამერიკელი შემტევი ბარსელონაში გუშინ ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და საღამოს “სპოტიფაი კამპ ნოუს” საპატიო ლოჟიდან თავისი ახალი თანაგუნდელების მიერ “რაიო ვალეკანოს” განადგურებას (5-2) თვალი პირადად ადევნა.

კონტრაქტის გაფორმება “სპოტიფაი კამპ ნოუზე”

მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, გაბრიელ ჟეზუსი “სპოტიფაი კამპ ნოუს” ოფისში თბილისის დროით 15:45 საათზე მივიდა და პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კაბინეტში კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, სპორტული დირექტორი დეკუ, ბოიან კრკიჩი და ფეხბურთელის აგენტები.

ზაფხულის მე-7 ახალწვეული

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონასთვის” მიმდინარე ზაფხულის მეშვიდე ახალწვეული გახდა ენტონი გორდონის, კარიმ ადეიემის, ჯესი ბისივუს, როდრი ერნანდესის, ჟოაუ კანსელუსა და დომინიკ ლივაკოვიჩის შემდეგ. მადრიდის “ატლეტიკოს” მიერ ხულიან ალვარესის ტრანსფერის დაბლოკვის შემდეგ, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე სწრაფად ამოქმედდა და გამოცდილი ბრაზილიელი შეარჩია.

მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟეზუსის დამატებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა: “ის ტოპ თავდამსხმელია და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება”.

ბოლო ორ სეზონში ტრავმებით გამოწვეული პაუზების შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდი უდიდესი მოტივაციით ჩამოვიდა და თავისი ხარისხის დამტკიცებას გეგმავს. ბარსელონაში ჩამოსვლისთანავე ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ თავს იდეალურად გრძნობს.

გაბრიელ ჟეზუსის შეძენით “ბარსელონამ” ხელსაყრელ ფასად მაღალი დონის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი დაიმატა და ცენტრალური თავდამსხმელის ვაკანტური პოზიციაც შეავსო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:07
    #6

    და ალვარესის ამბავი მართალია? რო ატლეტიკოს ხელმძვანელობას უთქვავს ეხლა დაბრუნდი უთავდამსხმელოდ ვართ და 1-იანვარს თავისუფალი იქნები 120 მილიონადო. თუ ეგეზც ზღაპარია.

  • ჯიჯი
    ჯიჯი ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 18:20
    #1

    დეკუს ჩემი გინებები ან ესმის ან ხვდება რო ვაგინებ და ისეთები ჩაატარა ამ ზაფხულში 😁😁 ეს ტრამვებმა არ გააწამოს ფორმაში შევიდეს და ძალიან ბევრს ჩააგდებიებს ენას ისეთებს იზამს და ისეთებს შეკლასავს,მშვენიერი ტრანსფერია 10 მილიონად

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 01 სექ 2026, 20:37
      #2

      ზამთრის სატრანსფეროსთვის გასაძლიერებელია გინება და იქნებ მოაგდოს მცველებიც 😂😂😂

      • ჯიჯი
        ჯიჯი ლეგენდა
        schedule 01 სექ 2026, 22:16
        #3

        არაა პრობლემა მეგობარო 😁😁😁😁

      • Pet27Ree
        Pet27Ree ახალბედა
        schedule 01 სექ 2026, 22:34
        #4

        ამ დაცვის გადამკიდე ახალგაზრდა და ინტელექტიანი მცველი გაასწორებდა.

        • Gaucho24
          Gaucho24 ვეტერანი
          schedule 02 სექ 2026, 01:21
          #5

          ეგეთი როდრი მოიყვანეს. ის გააკონტროლებს დაცვას. ძლივს გვეღირსა ჩამშლელი ნახევარმცველი ბუსკეცის მერე.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 02 სექ 2026, 11:08
      #7

      და ატლეტიკოს ხელმძღვანელობისთვის არ გიცდია გინება?