სტატია თავდაპირველად გამოქვეყნებულია 2025 წლის იანვარში.
“ბარსელონა” ხვალ “ნიუკასლს” შეხვდება და კარგი იქნება თუ გადაკვეთის მთავარ წერტილს გავიხსენებთ, ესე იგი, სერ ბობი რობსონს. ეს სტატია პირველად 27 იანვარს გამოქვეყნდა, ახლა კი გახსენების დროა.
ბარსამ “ვალენსიას” გადაუარა და ყველას გარი ნევილის გასაცოდავებული “ვალენსია” გაახსენდა, მესიმ და სუარესმა რომ შავი დღე აყარეს. გარის მწვრთნელობაზე ფიქრი დაავიწყეს. არადა, “ვალენსია” დიდი სახელია და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც შემოგვრჩა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რივალდო და 2001 წლის სასწაულია სახსენებელი, თუმცა, ეგ ამბავი ბევრჯერ მოგვიყოლია, გუნდის, ფეხბურთელის და ქომაგების პერსპექტივიდანაც. ახლა კი სულ სხვა სეზონი მინდა გავიხსენო, რადგან გაცილებით მეტია სათქმელი, ბევრი რამ დაიბადა 1996/97 წლების სეზონში, რაღაც კი საბოლოოდ დასრულდა.
რობსონის ერთი წელი
სერ ბობი მხოლოდ ერთი სეზონით გაჩერდა ბარსაში, უმადურად მოექცნენ, ოთხი შესაძლებელი ტიტულიდან სამი მოიგო, (ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და თასების მფლობელთა თასი) ლა ლიგის მოსაგებად კი სულ ცოტა დააკლდა. „ისტორიაში შევედი, როგორც ერთადერთი მწვრთნელი ვინც სამი ტიტული მოიგო და გაათავისუფლეს“, – იტყვის სეზონის ბოლოს. თუმცა, კლუბიდან არ გაუშვიათ, ტექნიკურ დირექტორად გადაიყვანეს. „ფუნქციები მაქსიმალურად შემიზღუდეს, უბრალოდ ბევრს ვმოგზაურობდი, თითქოს ელჩი ვიყავი“, – იხსენებდა სერ ბობი. საქმე ის არის, რომ ნუნიესს თავიდანვე ვან გაალი სურდა მწვრთნელად, მაგრამ ლუიმ შემოუთვალა “აიაქსის” დატოვებას ჯერ არ ვაპირებო, პრეზიდენტმა კი რობსონი მოიხელთა, ერთი წლით დავტოვებთ, რაც არ უნდა მოხდეს მერე დირექტორად გადავიყვანთ და ვან გაალიც მოვაო – არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, მაგრამ ასეთი კაცი იყო ლუის ნუნიესი.
ბობი რობსონი და ლუი ვან გაალი
რობსონმა კრუიფი შეცვალა, მფრინავ ჰოლანდიელს ჯერ კრიზისში მყოფი კლუბის გადარჩენა თხოვეს, შემდეგ უნამუსოდ გაუშვეს. თუმცა, ეს “ბარსელონაში” არავის უკვირს. ურთულესი იყო კრუიფის შეცვლა, რომელმაც ეპოქა შექმნა, მაგრამ შეეჭიდა ბობი და რაღაც გამოვიდა. რობსონის მთავარი მოთხოვნა ალან შირერის მოყვანა იყო, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩავარდა, მერე კი რონალდოზე გადაერთო. პსვ-ში ძველმა თანამშრომლებმა საუკეთესოდ დაუხასიათეს. ერთი ეგ იყო რომ რონალდომ 1995 წლის მიწურულს მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის მთელი მეორე ნახევარი გამოტოვა. კაცმა არ იცის როგორი დაბრუნდებაო, შეუთვალეს ბობის. დაბრუნდა რონალდო ოლიმპიადაზე, ისევ ისეთი სწრაფი, ტექნიკური და გამტანი. ჰოდა, გაიფორმეს ბრაზილიელი. „ეს ბიჭი ბარსას 10 წლის ინვესტიციაა“, – ბჭობდა სერ ბობი, ღმერთი კი იცინოდა.
ჟოზე, სერ ბობი და რონალდო
ბოსმანის საქმე და Boixos Nois
პეპ გვარდიოლას გაკაპიტნება ბოსმანის საქმეს უკავშირდება, რობსონი სწორედ იმ სეზონში გახდა ბარსას მწვრთნელი, როცა რეგულაციები მოიხსნა და ერთ კლუბს შეეძლო რამდენი უცხოელიც სურდა იმდენი შეეძინა. მანამდე, ძირითადში მხოლოდ სამ ლეგიონერს შეეძლო თამაში, შეზღუდული იყო სრულად მათი რაოდენობაც. ამის გამო კრუიფის ბარსაში როგორც წესი, ლაუდრუპი იჩაგრებოდა, მეტ დროს იღებდნენ კუმანი, რომარიო და სტოიჩკოვი. ბოსმანის საქმემ ყველაფერი შეცვალა და “ბარსამაც” აგრესიულად შეაბიჯა სატრანსფერო ბაზარზე – შეიძინეს რონალდო, ჯოვანი, პიცი, კოუტუ, ბლანი, ვიტორ ბაია, ამუნიკე, ეს მაშინ, როცა კლუბში უკვე იყვნენ ფიგუ, პოპესკუ და პროსინეჩკი, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ ხრისტო სტოიჩკოვი დაბრუნდა. ამდენ ლეგიონერს “ბარსელონაში” არასდროს უთამაშია, არადა, ბარსა დიდ ყურადღებას აქცევდა ტრადიციებს და მუდმივად აწინაურებდა ფეხბურთელებს აკადემიიდან. ქომაგებს კლუბის პოლიტიკა არ მოეწონათ, ამ დროს სტადიონზე ჯერ კიდევ დაშვებული იყო კატალონიელი ქომაგების ფაშისტური დაჯგუფება – Boixos Nois, ნუნიესის შექმნილი ფანკლუბი, რომელთაც მომავალში აუკრძალავენ სტადიონზე შესვლას. ასეთი სატრანსფერო პოლიტიკის შედეგად ბაზასთან და სტადიონთან წარწერებიც მომრავლდა – „რაც შეიძლება მეტი კატალონიელი, რაც შეიძლება ნაკლები ჩა….სლილი“.
რობსონმა კრუიფის ფავორიტები სკამზე გადასვა და ახალ ფეხბურთელებს მისცა თამაშის საშულება. ასე აღმოჩნდა ბაკერო სკამზე, კრუიფის დრიმთიმის კაპიტანი. ახალი კაპიტნის არჩევის დრო მოვიდა და გვარდიოლას ერგო ეს პატივი. გარდა შემადგენლობის მხარდაჭერისა, თურმე, პორტუგაელიელ თარჯიმანსაც ურჩევია რობსონისთვის, კაპიტნად ეგ კაცი გამოდგებაო. ჟოზემ მხარი პეპს დაუჭირა, რადგან გვარდიოლა ერთადერთი იყო, რომელსაც ნაციონალობა არ ანაღვლებდა, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლუიშ ფიგუსთან, შესაბამისად, პორტუგალიელებთან და ამავე ენაზე მოსაუბრე ბრაზილიელებთანაც გამონახა საერთო ენა. არც ბასკებთან ჰქონია ცუდი ურთიერთობა და კატალონიელებზე ხომ საუბარი ზედმეტია. პეპი გამაერთიანებელ ფიგურად იქცა უკვე მულტი-ნაციონალურ კლუბში.
საიდან მოიყვანეს ეს თარჯიმანი?
რობსონი უკვე ასაკში იყო იმისათვის რომ ესპანური შეესწავლა, თარჯიმანი დასჭირდა და ერთი პორტუგალიელი კაცი მოუნახეს – ვინმე ჟოზე მოურინიუ. ასე მოიყარეს თავი მომავალმა ტრიუმფატორმა მწვრთნელებმა – ჟოზემ, პეპმა და ლუის ენრიკემ. სამაგიეროდ, პეპისგან განსხვავებით ჟოზე არ იყო გამაერთიანებელი. ხალხი შოკში ჩავარდა, როცა “ბილბაოსთან” მარცხის მერე ბასკების მთავარ მწვრთნელს, ლუის ფერნანდესს დაეტაკა მისახრჩობად. სად გაგონილა, თარჯიმანი ასე იქცეოდეს?! დროთა განმავლობაში მიხვდნენ რომ ეს კაცი გაცილებით მეტია, ვიდრე თარჯიმანი. წესით შუამავალი უნდა ყოფილიყო რობსონსა და პრესას შორის, რობსონსა და ფეხბურთელებს შორის, ის კი ყოველთვის ამატებდა თავის ნააზრევს, რაც არ შედის თარჯიმნის მოვალეობაში, უფრო მეტიც, სასტიკად აკრძალულია, მაგრამ რობსონი ამის უფლებას აძლევდა.
ვინ არის მწვრთნელი და ვინ თარჯიმანი?
ინგლისურ პრესასთან ინტერვიუებში სერ ბობი ყოველთვის იყენებდა სიტყვას „ჩვენ“, მრავლობით ფორმაში ჟოზესაც მოიაზრებდა. თანასწორუფლებიანად თვლიდა სამწვრთნელო საქმეში. მისი კარგად დამალული იარაღი იყო, ყველაფერთან ერთად, კარგი მზვერავიც. ყოველთვის ძალიან პირდაპირი, ხანდახან თავხედიც, არასდროს არავის ერიდებოდა. როცა რობსონი დირექტორად გადასვეს და ვან გაალი მოვიდა, პირველივე შეხვედრაზე პირდაპირ თქვა – “თქვენ მე მართლა თარჯიმანი ხომ არ გგონივართ, ამ კლუბისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ჩემი გაშვების უფლება არ გაქვთო” – დაიტოვა კიდეც ლუიმ, ასისტენტის რანგში. მოიწონა მისი ამბიციურობა.
რობსონის სეზონს მივუბრუნდეთ – ადგა ჟოზე და 20 წლის რონალდო პრესასთან გააკრიტიკა – „ერთ გოლს შეაგდებს და 80 წუთი სძინავს მოედანზეო“, – ამას რონალდო პასუხობდა, თუ რამე უნდა პირდაპირ მითხრას, პრესაში რას მლანძღავსო. მოკლედ, რაღაც აირია და ახლა გასაგებია რა აირია და როგორ. ბრაზილიელს სამუშაო კულტურა არ ჰქონია, როგორც ყველა გართობის მოყვარული ბრაზილიელი ისიც მიდიოდა სამბას ფესტივალზე და გვიან ბრუნდებოდა, თანაც აბსოლუტურად გადამწვარი. წლების შემდეგ ჟოზემ აღნიშნა ასეთი ტალანტი არასდროს მინახავს, მაგრამ საერთოდ არ უყვარდა ვარჯიშიო.
რონალდოს უსტვინეს როცა ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ შეძლო გატანა, ქომაგის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება, ერთ დღეს გაგაღმერთებენ, მეორე დღეს მიწაში ჩაგდებენ. მატჩის მერე რონალდომ თქვა ამ შეურაცხყოფას არასდროს დავივიწყებო და როგორც ჩანს, ასეც მოხდა, მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ქომაგებთან რთული ურთიერთობა გახდა, რაზეც ჟოზე ყოველთვის ნავთს ასხამდა. არადა, ცხრაწლიანი კონტრაქტი ედო მაგიდაზე, ეს აბსოლუტურად შეცვლიდა როგორც მის, ისე კლუბის ისტორიას. ფანები, მით უმეტეს, ბარსას რადიკალები ჩავარდნას არავის პატიობდნენ, მაშინდელი “კამპ ნოუ” არ ჰგავდა 2000-იანების ტურისტებით გადაჭედილ სტადიონს, მაშინ ადგილობრივი რადიკალები დომინირებდნენ ტრიბუნებზე და ბევრ სისაძაგლესაც სჩადიოდნენ, მაგრამ ფეხბურთს მაინც უხდება ეს ვნება, აბა, წარმოიდგინეთ, “ბომბონერა”, კარგად დავარცხნილი ტურისტებით გადაჭედილი, ხომ წარმოუდგენელია? ჰოდა, რაღაც ასეთი დაემართა ბარსას, როცა Boixos Nois-ს მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.
ბობის ბარსა – არაგონესის ვალენსია
„წარმოუდგენელი დრიბლინგი აქვს, ერთი მხრივ ბუნებრივი ტალანტით არის დაჯილდოებული, მეორე მხრივ ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ბრწყინვალედ დაბალანსებული, და როგორი აჩქარება აქვს? არასდროს მინახავს ასეთი სწრაფი ფეხბურთელი, ის უბრალოდ ფეთქდება მატჩის დროს“, – ამბობდა რობსონი ჯერ კიდევ სექტემბერში, FourFourTwo-სთან ინტერვიუში. ოქტომბერში კი გაფრინდა, ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყო, როგორიც არავის არასდროს უნახავს. 12 ოქტომბერს “კომპოსტელას” ესტუმრა, ორი გაიტანა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ორიდან ერთი ის დაუვიწყარი გოლია, რომლის მერეც ბობი რობსონი თავშიხელწაშენილი წამოვარდა სკამიდან. მერე ცასაც ახედა, თითქოს იქედან ელის პასუხს კითხვაზეო, კითხვა კიდევ ნათელი იყო – ნამდვილად ადამიანია ეს ბიჭი?
20 ოქტომბერს “ბარსამ” “ლოგრონიესი” 8:0 დაამარცხა, რონალდომ ორი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი მიითვალა. 23-ში “სევილია” 1:0 დაამარცხეს გასვლაზე. 26-ში კი არაგონესის “ვალენსიას” უმასპინძლეს. “ბარსამ” სამით ორი დაამარცხა “ვალენსია”. რონალდომ კი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუ არა საუკეთესო. ასეთი სრულყოფილი, ფორმის პიკში, მხოლოდ “ლაციოსთან” ვნახეთ ერთი წლის შემდეგ, უეფას თასის ფინალში. ყველაფერს აკეთებდა რაც სურდა, ლა ლიგის მცველების განწყობა კი ზუსტად აღწერა “ვალენსიას” მცველმა ენრიკე რომერომ – „მასთან თამაშის შემდეგ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს 5 მატჩი ზედიზედ მეთამაშოს“.
მცველებს შორის ისე დარბოდა, როგორც სავარჯიშო დგარებს შეიძლება კაცმა ჩაუაროს. რობსონი უკვე მიჩვეული იყო ამ სანახაობას, უკვე იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, “ვალენსიასთან” კი არაგონესიც გამოვიდა წყობიდან. ამ მატჩის მერე კი ესპანურ პრესაში ახალი სათაურები გამოჩნდა – ახალი პელე ბრაზილიიდან.
უკეთეს ისტორიაში ეს ორი კაცი უფრო დიდხანს იმუშავებდა ერთად, სერ ბობი ისეთ სამსახურს გაუწევდა რონალდოს, როგორც სერ ალექსმა გამოზარდა კრიშტიანუ. ბრაზილიელიც ამას აღნიშნავდა, რობსონი ჩემთვის მამის ფიგურა იყოო, ესე იგი, ის ფიგურა, რომელიც კარიერაში ყოველთვის აკლდა.





ბოსმანამდე წესს რო დავუბრუნდეთ რეალს მაგრად მოეხაზება ჩაუვარდება პერესს გალაქტიკოს პროგრამები.
კარგი იყო სერ რობი
ფეოლა კარგი მწერალი ხარ, დაპირებისამებრ წავიკითხე შენი წიგნი, კარგი წასაკითხია და ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს შენი სტატია და ერთხელ მაინც გახარებია ნაკრების წარმატება უნდა წაიკითხონ "ცოცხალი კედელი", ბევრ რამეს გაუსვა ავტორმა ხაზი, ეს წიგნი არ ეხება მარტო ევროზე საქართველოს ნაკრების გასვლას და გერმანიაში მოგზაურობას ნაკრებთან ერთად, განსაკუთრებით მომეწონა ის ჩანართები სადაც ქართული ფეხბურთის გაჭირვების მთავარ მიზეზებს ეხება, ასევე საკუთარ მაგალითზე კარგად აქვს აღწერილი ის გზა რომლის გავლაც ყველა ფეხბურთელს უწევს, კარგად გადმოსცემს თუ როგორ ფსიქოლოგიურ-ფიზიკურ ტკივილებთანაა დაკავშირებული ფეხბურთელობა და მითუმეტეს ფეხბურთელობა საქართველოში, მე ბუნებრივია ამდენად კარგად არ ვიცნობ საფეხბურთო აკადემიების ყოფას თუმცა ვხვდები რომ დღეს ბავშვებს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ, ბევრად კარგი მაგალითებიც ყავთ ნაკრების სახით რომ ქართული ფეხბურთი განვითარების გზას არ ასცდეს, თუმცაღა როგორც ფეოლა ამბობს ნიჭი და ტალანტი სულ გვქონდა, მმართველობა არ ვარგოდა ქართულ ფეხბურთში და დღესაც ასეა სამწუხაროდ, იმედია მაგ მხრივაც მალე შეიცვლება სასიკეთოდ რაღაც მაინც. კიდევ ბევრ რამეს ყვება ფეოლა წიგნში და არ მინდა ყველაფერს შევეხო, ერთი კი ცალკე უნდა გამოვყო, მამის დარიგება რომელიც მეც ისე ამოვიკითხე თითქოს მამაჩემს ეთქვას, ის რასაც დღეს ვაკეთებთ მომავლისთვის ისტორიაა, ამიტომ უნდა გვახსოვდეს რომ ისტორიას ვწერთ და ეს მხოლოდ აწმყო არაა, ცხადია ვისურვებდი ამ კაცმა გააგრძელოს წერა და კიდევ შემოგვთავაზოს მსგავსი ნამუშევრები. მე არ ვარ პროფესიონალი და ვერ გავუსვამ მინუსებს ხაზს, ალბათ იქნება დეტალები რომლის გამოსწორებაც სამომავლოდ კარგი იქნებოდა და იმედია კომპეტენტური ადამიანებისგან მოისმენს ავტორიც ღირებულ მოსაზრებებს. მოკლედ კარგი წასაკითხი წიგნია, გირჩევთ და სხვებსაც ურჩიეთ, ვინც ამ საიტს იყენებს და ფეოლას სტატიებს კითხულობს არ უნდა დარჩეს ამ წიგნის წაუკითხავად. ერთი კითხვა მაინც დამრჩა და პასუხიც არ იქნებოდა ურიგო, ფეოლა იმ მთვრალ ინგლისელთან მართლა იჩხუბე შუა გერმანიაში?
🎤 ხავიერ ტებასი
აჰა მორჩა კინო
ლაპორტა იძახდა ლა ლიგისგან მწვანე შუქი გვაქო მესის მოყვანის დროს
Რეგისტრაციას ლალიგის ფედერაცია და კონკრეტულად ტებასი წყვეტს და არა ლაპორტა
ლაპორტა არ წყვეტს მაგრამ ტყუილებს რო იძახდა საქმე…
Ლაპორტა რო აფერისტი და მატყუარაა ეგ ყველამ ვიცით მაგრამ იმაში ნამდვილად მართალია რო მესის დაბრუნება ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული და ეს გუნდში არეულობებს გამოიწვევდა მაშინ როცა ეხლა იდიალური გარემოა ფეხბურთელებში და ბარსელონა არარის ჩამოკიდებული ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე
🎤 ხავიერ ტებასი
აჰა მორჩა კინო
ლაპორტა იძახდა ლა ლიგისგან მწვანე შუქი გვაქო მესის მოყვანის დროს
Რეგისტრაციას ლალიგის ფედერაცია და კონკრეტულად ტებასი წყვეტს და არა ლაპორტა
ლაპორტა არ წყვეტს მაგრამ ტყუილებს რო იძახდა საქმე…
ვახ ბიჭო ოფიციალურად წერია რა ხელფასაც მესი ითხოვდა ვერ დარეგისტრირებდა ფიზიკურად ვერაა.ეგრე ვიღაცა დადგება და იტყვის დაეკლო ხელფასი თუ დარჩენა უნდოდაო. ლაპორტა რა მაფიოზიცა ეგ ისედაც გასაგებია მაგრამ შეტენო ის რაც აფსურდია უბრალოდ ტეხავს.ჯერ აქ იმხელა უვიცობას აჩენს სასტავი სტადიონი რატო ააშენაო😂😂😂😂
🎤 ხავიერ ტებასი
აჰა მორჩა კინო
ლაპორტა იძახდა ლა ლიგისგან მწვანე შუქი გვაქო მესის მოყვანის დროს
Რეგისტრაციას ლალიგის ფედერაცია და კონკრეტულად ტებასი წყვეტს და არა ლაპორტა
🎤 ხავიერ ტებასი
აჰა მორჩა კინო
ლაპორტა იძახდა ლა ლიგისგან მწვანე შუქი გვაქო მესის მოყვანის დროს
,,მესის მოყვანაზე ბარსელონას თანხმობა ლა ლიგისგან არასდროს ჰქონია. ეს ტყუილია. იმ ხელფასს რომელსაც მესი ითხოვდა ბარსელონა ვერ მისცემდა რეგულაციებიდან გამომდინარე".
🎤 ხავიერ ტებასი
აჰა მორჩა კინო
საინტერესო იყო
ეხლახანს მოურინიო ფენერბახჩედან რო გაუშვეს, ლიგაზე ვერგასვლის გამო ამით მან რეკორდი დაამყარა. მას ყველაზე მეტი ფული აქვს აღებული კომპენსაციებით. ანუ გუნდიდან გაშვებისთვის გადახდილი თანხებით მას 100 მილიონზე მეტი აქვს აღებული სადღაც 105 თუ 106 მლნ.
ამან ისე გაათამამა მოურინიო რო პრესკონფერენციებზეც დადიოდა ამის მაგივრად. სასტავსაც კი მოურინიო აყენებდა, კარგ დროს გაუშვეს თორემ გვაქცევდა ავტობუსა გუნდად.
ჯერ მოურინიოს მოვუკითხე ყველაფერი მერე ცალკე ნუნიესს კიჭას დაკარგვისთვის
მიუხედავად სუას ჩემი დიდი პატივისცემის და სიყვარულის რონალდო ნაზარიო და ლიმასნაირი N9-ანი არავინ არ იყო ყველა დროის საუკეთესო N9 ჩემთვის
ვინ ჩემი ვინისიუსისა დიეგო აზაბოჩენი თუ ვინ 😂😂😂 ვინ დიეგო კონეჩი თუ ვინ დდ დიეგო კონჩენი არა ყ###ლე კიდე :დდდდ
თუ ვინმეა მოსაყვანი უნაი სიმონი ბილბაოდან ან ალექს რემირო რეალ სოსიედადიდან. სიმონი საერთიდ ჯერ 27 წლისაა და ტიპს სასწაული კარიერა აქვს უკვე ბილბაოშიც და ესპანეთის ნაკრებშიც რეები აქვს 27 წლის ასაკში ტიპს უკვე ნაკეთები. ალექს რემიროც სასწაული მეკარეა რეალ სოსიედადის მეკარე. დიდი ხანია ეგ ბიჭი სოსიედადში არის და დიდი ხანია მინდა ეგ ბიჭი ბარსაში. სასწაული მეკარე ბოლო წლების ლა ლიგის ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა რემირო. წელს წუთრბის და გაშვებული გოლების შეფარდებით მემგონი საუკეთესოც კი არის რემირო ლა ლიგაში. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დავიმატებდი რონელიმე მეკარეს ამ ორი ბასკური გუნდიდან ან უნაი სიმონს ბილბაოდან ან ალექს რემიროს სოსიედადიდან. ორივე სასწაული.
ტრანსიტყ###ანია დაეწია ლევანდოვსკის უკვე ბომბარდირებში. უნდა მოუმატოს ლევანამ ისევ გოლების გატანას.
სიმონს მარტივად არ დათმობენ, მარა მეორე მეკარეც კარგი ყავთ მაგათ .
ულტრასები მაინც სხვა ხიბლს სძენენ თანაშს
სტადიონზე აუცილებელია ულტრასები,ბოიხოსებიც დასაბრუნებელია. პსჟ-ს, რეალის,ლივერპულის,გერმანული კლუბების ფანები რო ჩამოვლენ თავ-ყბა დაუნგრიონ თუ საჭირო გახდა. მეტოქე ფეხბურთელებს კიდე ჯოჯოხეთში უნდა უწევდეთ თამაში. გახადეს ჩინელების და არაბების მუზეუმად ამხელა კლუბი. დედას შვც
ყველა დიდ კლუბს უნდა ჰყავდეს ულტრასები. როგორც დორტმუნდს აქვს ყვითელი კედელი ეგეთი რატომ არ უნდა ჰქონდეს ბარსას. ფანები აკლია თუ გიჟები. რამდენი თამაში იყო ისეთი უნდა დანგრეულიყო სტადიონი და 2 კაცი ჭიხვინებდა იპოდრომის ცხენივით.
riva, მცირე ნაწილი დააბრუნა ლა პორტამ, აინტრახტთან მატჩის მერე, კამპ ნოუზე რო უფრო მეტი გერმანელი გაიჩითა. ეგრევე გაიშტრაფნენ, ფაშისტური მისალმების გამო : )
ბოიქსოს ნოისზე მეც სულ გაორება მაქვს. კლუბს სჭირდება ულტრასები. გუშინ 5-0-ის ვიგებდით და სტადიონზე სიჩუმე იყო… იქნებ რამენაირად საზღვრები დაუწესონ და დააბრუნონ