workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი რაიოსთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი რაიოსთან თამაშის შემდეგ

ლა ლიგის მე-3 ტურში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” 5-2 განადგურების შემდეგ, “ბარსელონა” სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკმა კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა თამაშის გარკვეულ ასპექტებში გაუმჯობესების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“სეზონის კარგი სტარტი გამოგვივიდა – ზუსტად ისეთი, როგორიც გვსურდა. მეტოქემ კარგად ითამაშა და პრესინგს მიმართა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი რეაქცია ძალიან კარგი იყო. ჩემთვის მთავარი სამი ქულაა. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში მეტოქე ძალიან კარგი იყო და ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მათ გოლებზე ჩვენი პასუხი უმაღლესი დონის აღმოჩნდა. ხუთი გოლის გატანა ფანტასტიკურია.”

ქათინაურები შემტევ ტრიოს: რაფინია, იამალი და გორდონი

ფლიკმა განსაკუთრებით გამოარჩია შემტევი სამეული, რომელთა ანგარიშზეც ოთხი გოლი და საგოლე გადაცემები იყო:

“რაფინიასგან ზუსტად ამ დონეს ველოდი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და გუნდს ზუსტად იმას აძლევს, რაც გვჭირდება.

რაც შეეხება ლამინ იამალს, ვფიქრობ, მას მუდმივად გაუმჯობესება სურს. მისით და მისი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. გასაოცარია იმის ყურება, თუ რამდენად ძლიერია – ჩემთვის ის დაუჯერებელ დონეზე იმყოფება.

ენტონი გორდონი ბურთით გადამწყვეტი მოთამაშეა, ძალიან სწრაფია და ბურთთან ურთიერთობისას გადაწყვეტილებებს მკაფიოდ იღებს. დღეს მან ორი საგოლე პასი გააკეთა – ჩვენთვის გასაოცარია მისი ყოლა. მასთან, კარიმთან (ადეიემი) და რაფასთან ერთად შეტევაში უდიდესი სისწრაფე გვაქვს, სისწრაფე კი ყოველთვის კარგია.”

როდრის მდგომარეობა და თამაშის კონტროლი

გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ანგარიშის მიუხედავად, გუნდს ბურთის გაკონტროლება კიდევ უფრო უკეთ მართებს:

“რთული მეტოქე გვყავდა. ჯერ წინ ბევრი მატჩია და მაშინაც კი, როცა 3-1-ს ვიგებთ, თამაშის კონტროლი უნდა ვისწავლოთ. გვაქვს ხარისხი, რომ ბურთი უკეთ ვაკონტროლოთ. კარგია, რომ გოლის გატანა სურთ, მაგრამ თამაში უნდა ვმართოთ. ბურთით ენერგიის აღდგენა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე უბურთოდ – ბურთი უნდა ვამოძრაოთ.

რაც შეეხება როდრის, მას ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება, რადგან გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღეა, რაც ვარჯიშობს.”

გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი და მადლობა დეკუს

ფლიკმა ლონდონის “არსენალიდან” გაბრიელ ჟეზუსის მოულოდნელ ტრანსფერზეც ისაუბრა:

“მას ნაშუადღევს ვესაუბრე. სიმართლე გითხრათ, ცოტათი მეც გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ მისი დამატების შესაძლებლობა მოგვეცა. გაბრიელ ჟეზუსი შესანიშნავი თავდამსხმელია და ძალიან მიხარია, რომ აქ არის. ვფიქრობ, ის ძალიან დაგვეხმარება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერია და მადლობა დეკუს, რომელმაც ჩვენთვის ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:21
    #6

    იმედია ზამთარში ვინმე კაი მცველს დაიმატებენ, ლიგის დასკვნითი თამაშები დაიწყება მაგ დროს.

  • TTT
    TTT გულშემატკივარი
    schedule 01 სექ 2026, 13:01
    #3

    არადა მეგონა ლაპორტსაც დავიმატებდით…
    იმედია ვინმე ნორმალურ მემარცხენე მცველს მოიყვანენ..ასეთი სატრანსფერო ფანჯარა დიდი ხანია არ გვქონია 💪🏻

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 01 სექ 2026, 12:04
    #2

    ჟესუსის ფორვარდობა არგაიშვა, 60 თამაში 10 გოლი აქვს პრემიერლიგაში. სკამზე ტორესი ჯობდა მაგას

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 01 სექ 2026, 15:23
      #4

      ტორესს წასვლა უნდოდა და არავინ შეეხვეწებოდა მითუმეტეს რაც იბაზრა იმის მერე.

      • PUIOL5
        PUIOL5 კულე
        schedule 01 სექ 2026, 20:58
        #5

        რაც იბაზრა მაგრა გატეხა. მე სათამაშო დონეს ვგულისხმობ

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 01 სექ 2026, 11:48
    #1

    დაცვის ხაზი ცოტა უკან ჩამოწიე თორე ასე წინ ვერ წავალთ ბიძია