workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონაში მე-100 მატჩი ჩაატარა

ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონაში მე-100 მატჩი ჩაატარა

ანდრეას კრისტენსენმა “ბარსელონას” რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა. დანიელმა ცენტრალურმა მცველმა ამ საიუბილეო ნიშნულს “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, “რაიო ვალეკანოსთან” დაპირისპირებაში მიაღწია.

სეზონის სადებიუტო ტურის მსგავსად, 30 წლის მცველი “რაიოსთანაც” სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდა, მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა და პაუ კუბარსისთან ერთად დაცვის ცენტრში საიმედო თამაში აჩვენა.

გზა 100 მატჩამდე: ჩავი ერნანდესიდან ჰანსი ფლიკამდე

კრისტენსენი “ბარსელონას” 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2022/23 წლების სადებიუტო სეზონში მან ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით 32 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. მომდევნო სეზონში მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა: 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაში როგორც ცენტრალური მცველის, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოუწია.

ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ დანიელმა ორ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. ორმა ხანგრძლივმა ტრავმამ მას ბევრი შეხვედრა გამოატოვებინა, თუმცა ახლა ის სრულად ჯანმრთელია და მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

კრისტენსენს “ბარსელონასთან” ერთად არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის სამი ლა ლიგა, ერთი ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი. გარდა ამისა, ის 2023 წელს დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლილეროდში დაბადებულმა მცველმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

კარიერა

  • 2022/23: 32 თამაში, 1 გოლი
  • 2023/24: 42 თამაში, 3 გოლი
  • 2024/25 – 2025/26: 24 თამაში, 0 გოლი
  • 2026/27: 2 თამაში, 0 გოლი
  • სულ: 100 თამაში, 4 გოლი

ტიტულები

  • ლა ლიგა (3): 2022/23, 2024/25, 2025/26
  • ესპანეთის თასი (1)
  • ესპანეთის სუპერ თასი (1)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Pet27Ree
    SVANSKI ახალბედა
    schedule 01 სექ 2026, 10:44

    ეს რომ თავის დროზე გვყოლოდა ინტერთან გასულები ვიქნებოდით ფინალში მარა რათ გინდა, ტრამვიანია ძაან.