workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსი: ვიცოდი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა

გაბრიელ ჟეზუსი: ვიცოდი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა

გაბრიელ ჟეზუსი უკვე ოფიციალურად კულეა. ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ ბრაზილიელი თავდამსხმელი საკუთარ ოცნებაში ცხოვრობს. ტრანსფერი საკმაოდ სწრაფად დაიხურა, თავად ფეხბურთელი კი მომავალი გამოწვევებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

დღეს გამართულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე ბრაზილიელმა ფორვარდმა განაცხადა:

“ცხოვრებაში ასეთი რამეები ხდება. შემთხვევითობების დიდად არ მჯერა. თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვვარჯიშობდი, უდიდესი პატივისცემით, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც კარგი აუცილებლად მოხდებოდა. აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ.”

“სპოტიფაი კამპ ნოუს” ემოცია და გუნდის დახმარების სურვილი

ოფიციალურ წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, მან “რაიო ვალეკანოსთან” მატჩს “სპოტიფაი კამპ ნოუს” საპატიო ლოჟიდან ადევნა თვალი და პირველი შთაბეჭდილებები გააზიარა:

“მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ იქ, მოედანზე ყოფნა მინდოდა. მხოლოდ დადებით და კარგ რამეებს ვხედავდი. ფანტასტიკური გუნდი გვყავს და მსურს, ყველაფრით დავეხმარო, რითაც შევძლებ.”

ტრანსფერის განხორციელების დეტალებზე საუბრისას ჟეზუსმა აღნიშნა:

“ყველაფერი ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა შეტყობინება მივიღე, რომ ეს ტრანსფერი შესაძლებელი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი და მჯეროდა, რომ შეთანხმებას მივაღწევდით. როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს რეალობა ხდებოდა, ემოციები ვერ შევიკავე.”

ძველი მეგობრები და დიდი მიზნები

“ბარსელონაში” გაბრიელ ჟეზუსი თავის თანამემამულე რაფინიას, ასევე “მანჩესტერ სიტიდან” ყოფილ თანაგუნდელებს – ჟოაუ კანსელუს, როდრისა და ერიკ გარსიას შეუერთდება:

“მათ ვესაუბრე და ყველამ მხოლოდ კარგი მითხრა კლუბზე, შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბზე.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:03
    #2

    როგორ მაინტერესებს ხელფასი რამდენი ექნება ამას.

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 20:05
    #1

    მაგარი იღბლიანი კი ყოფილხარ გაბრიელ, იმენნა ჯოკერი დაგაჯდა თავზე.
    იმედია გაამართლებ.
    წარმატებები!