პედრის კომენტარი "სოსიედადთან" თამაშის შემდეგ

პედრის კომენტარი "სოსიედადთან" თამაშის შემდეგ

"ბარსელონას" 18 წლის შემტევმა პედრიმ, რომელიც RAC1-ის ვერსიით "სოსიედადთან" შეხვედრის (2-1) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან გაისაუბრა.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდს დავეხმარე.

კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, დღეს შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, სასურველ შედეგებს მივაღწევთ. როდესაც ყველანი ბოლომდე ვიხარჯებით, საუკეთესოები ვართ.

ვიცოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო.

შეჯახების გამო არ შევცვლილვარ. ეს რომ ჩემი გადასაწყვეტი ყოფილიყო, მოედანზე დავრჩებოდი და გუნდის დახმარებას გავაგრძელებდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #13 17 დეკემბერი 2020 12:39
    2
    შენ უკვე მიყვარხარ👏😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 17 დეკემბერი 2020 10:55
    2
    მე უკვე ლამის ხელები ავიფარე სახეზე, გოლი მეგონა, სად დაუფარა ჯანმრთელობის ფასად. ყოჩაღ რა.
    ის ცხოველი მესი, რომ მოჩეხა, ეგ არ იყო შემთხვევით და უეჭველი გასაგდები იყო. ბურთი მოიშორა და მერე მოჩეხა, ეს იყო სპეციალურად გაკეთებული მაგ არაკაცისგან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 17 დეკემბერი 2020 10:39
    1
    M10 S9 D11,
    ტიპმა პოტენციურად ორი საგოლე პასი გააკეთა.ერტი ბრეიტვეიტმა გაუფუჭა და მეორე გრიზმანმა ბეტისთან ქუსლური
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 17 დეკემბერი 2020 10:26
    4
    ყველაფრით ჩავის მაგონებს 🔁
    Culé [?]
    #9 17 დეკემბერი 2020 02:56
    8
    უდახვეწილესი მოძრაობები აქვს ამ ბიჭს ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 დეკემბერი 2020 02:51
    3
    ალეx,
    ეს, ანსუ,არაუხო,მინგესა,პუჩი... ეს ლა მასიელები, კიდევ 2-3 კარგი ბიჭი აკადემიიდან, ამათ დამატებული ფრენკი და თუ ბოლომდე არ დაიმხსვრა, დემბელეც... ნუ ალენიაც,
    შეძლებენ დიდი ფეხბურთის თამაშს
    გულშემატკივარი [?]
    #7 17 დეკემბერი 2020 02:41
    5
    პედრიიიი
    ალეx
    სტუმარი [?]
    #6 17 დეკემბერი 2020 02:37
    10
    ეს ბავშვი მიყვარს მაგარი ტიპია ეს და ფატი ბარსას მომავალია,,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 დეკემბერი 2020 02:32
    10
    3 ქულა რომ ავიღეთ დღეს ამის დამსახურებაა ! (პირადად ჩემთვის) გარდა იმისა რომ გუნდი გადაარჩინა სანამ მოედანზე იყო ყველაზე კარგი იყო დღეს !
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #4 17 დეკემბერი 2020 02:23
    3
    მაგარს გადარჩა ეს იმედია კარგადაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 დეკემბერი 2020 02:22
    10
    კიდე კაი არ დაილეწა ეს ისე მაგრად გადაგვარჩინა ბრავო და დღეს კარგადაც თამაშობდა რა პასი გაუფუჭა იმ მელოტმა კუმ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 დეკემბერი 2020 02:22
    12
    ხომ ჯანმრთელად ხარ შვილო?!?!?!?!
    გამიხარდა ძალიან, საკუთარი ფეხით რომ გახვედი, კიდევ კარგი პასტმასის ძელებია, თორემ ადრე რკინის რომ იყო (ნუ სსრკ-ში მაინც) წარმომიდგენია რა მოხდებოდა
    ეგ სამი ქულა შენი ძააალიან დიდი დამსახურებაა!!!! barca-4
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 17 დეკემბერი 2020 02:21
    6
    ამ ბიჭის დამსახურებაა რო 3 ქულა ავიღეთ ძაან მაგარი ხარ პედრიკო ასე გააგრძელე♥️