კონრად დე ლა ფუენტეს კომენტარი "ჟირონასთან" მატჩის შემდეგ

კონრად დე ლა ფუენტეს კომენტარი "ჟირონასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევმა, კონრად დე ლა ფუენტემ, "ჟირონასთან" ამხანაგური მატჩის (3-1) შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველ გუნდს ორ თამაშში დავეხმარე. თავდაუზოგავად შრომას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ". - თქვა კონრადმა. 

დე ლა ფუენტე წინა შეხვედრაში "ბარსას" ისტორიაში შევიდა - ის პირველი ამერიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ძირითადი გუნდის მაისური მოირგო. 

კონრადი დღევანდელ მატჩში 63-ე წუთზე ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად ჩაერთო და დარჩენილ დროში თამაში რამდენიმეჯერ გაამწვავა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 სექტემბერი 2020 12:45
    1
    ეს ბიჭი მომწონს ლა მასიელია ხოო?
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 სექტემბერი 2020 01:46
    2
    გაანებონ დეპაის თავი და ამ ბიჭს მისცენ დრო , აჯობებს მგონი . ბრეითვეიტი კიდე გასაშვებია
    ფანი [?]
    #1 17 სექტემბერი 2020 00:17
    6
    ბრაითვაიტი გაუშვან და ეს დააწინაურონ პირველ გუნდში არ ჯობია ცოდვაა ეს ბიჭი B სთვის უზომოდ ნიჭიერია იმედია კუმანიც დააფასებს და შანს მისცემს სხვა თამაშებში თავის გამოსაჩენად და იმის დასამტკიცებლად რო შეუძლია იმსახურებს პირვწლ გუნდში ყოფნას