მიკელ არტეტა: მინდა, რომ ობამეიანგი "არსენალში" აუცილებლად დარჩეს
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა აცხადებს, რომ ის გუნდის კაპიტნის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონაში" გაშვების ვარიანტს არ განიხილავს.
ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" ლუის სუარესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. კატალონიელთა ერთ-ერთი სამიზნე "არსენალის" 30 წლის გაბონელი თავდამსხმელია.
"მინდა, რომ ობამეიანგი ჩვენთან 100%-ით დარჩეს. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ და მოუთმენლად ველი, როდის დაგვიბრუნდება დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ." - ციტირებს არტეტას სიტყვებს Daily Mail.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]